|
2020-07-14 14:33:25, 1375 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - მიხელ სააკაშვილმა თვითონ დაადასტურა რომ არ არის უკრაინის ოფიციალური წარმომადგენელი და სტატუსი არ აქვს
მიხელ სააკაშვილმა თვითონ დაადასტურა რომ არ არის უკრაინის ოფიციალური წარმომადგენელი და სტატუსი არ აქვს, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საუბრობს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა ისიც, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიის პარტიული მიზნებისთვის გამოყენება სამწუხარო და ამორალურია. „ძალიან სამწუხაროა, რომ უდიდესი ტრაგედია, რომელიც აისახა ახალგაზრდა კაცის გარდაცვალებაში და რომელზეც უკვე მკვლელობის მუხლითაც მიდის გამოძიება, მაშველ რგოლად მიიჩნიეს „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა და მათმა ტელევიზიებმა. ეს ძალიან სამწუხაროა და ამორალურია. რეალურად, გამოძიების ერთადერთი ინტერესია, რომ ამ საქმეზე დადგინდეს დეტალური, ამომწურავი სიმართლე, ჭეშმარიტება. სხვა ინტერესი გამოძიებას არ გააჩნია და ნაცვლად იმისა, რომ დავაცადოთ გამოძიებას და თითოეულ ჩვენებას არ მივცეთ რაღაც ცუდი ინტერპრეტაცია, ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ პარალელურ გამოძიებას, ინტერპრეტირებულს, ძალიან ცუდად გადაცემულს საზოგადოებისთვის, რაც მხოლოდ და მხოლოდ ნიშნავს პიარულ, პარტიულ მიზნებს და ადამიანის გარადაცვალებით პარტიებმა არ უნდა ისარგებლონ და ამაზე მაინც უნდა შევთანხმდეთ ამ ქვეყანაში, რომ პიარული და პარტიული მიზნები არ შეიძლება აეწყოს და დაეფუძნოს ახალგაზრდა კაცის უდიდეს ტრაგედიაზე. ამაზე უნდა შევთანხმდეთ, ამას ვიხვეწებით ამ დღეების განმავლობაში, ამას მოვუწოდებთ მათ შორის პარტიულ ტელევიზიებს, რაც არ უნდა სუბიექტური მიზნები ჰქონდეთ, ნუ გამოიყენებთ პარტიული მიზნებისთვის და ხელისუფლების დაზიანებისთვის იმ საქმეს, სადაც 19 წლის ბიჭის გარდაცვალებას ეხება თემა. რაც შეეხება თავად მიხეილ სააკაშვილს, თავის დროზე, როდესაც მე პირადად ვიხუმრე, რომ ეს ადამიანი ვიცე პრემიერად აღარ დაინიშნა და მადლობას ვუხდიდით უკრაინელ კოლეგებს და ვამბობდით, რომ ყავის მომდუღებლად თუ დაინიშნა-მეთქი, რა ვუყოთ-თქო და ერთი ამბავი ატეხეს ამაზე და გუშინ თვითონ დაადასტურა ამ კაცმა, რომ მე არ ვარო ოფიციალური წარმომადგენელი და სტატუსი არ მაქვსო და რასაც მინდა იმას ვიტყვიო, თვითონ ადასტურებს ამას და მაშინ იყო მთელი პიარკამპანია, რომ როგორი ყავის მომდუღებელია სადაც დაინიშნა, როგორი სტატუსი აქვს და ასე შემდეგ -ასეთ ინტერპრეტაციები ჰქონდათ და გუშინ თვითონ თქვა, არ ვარ უკრაინის ოფიციალური წარმომადგენელი, არ ვარ მოხელე, არ მაქვს ოფიციალური სტატუსი და ასე შემდეგ“ , - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
ფინეთი საზღვრის ტანკსაწინააღმდეგო თხრილების გაყვანას გეგმავს
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)