02:04 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-13 19:26:41, 8198 ნახვა

სპორტი
რატომ არა NBA და რატომ რუსეთი - ვიქტორ სანიკიძე შენგელიას ტრანსფერის დეტალებზე საუბრობს

საქართველოს კალათბურთს ნაკრების ყოფილმა წევრმა ვიქტორ სანიკიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში თორნიკე შენგელიას ტრანსფერის დეტალებზე ისაუბრა.

კალათბურთელის თქმით შენგელიათი NBA-ის გუნდებიც ინტერესდებოდნენ, თუმცა ის ასევე აღნიშნავს, რომ ქართველი კალათბურთელი ევროლიგის სხვა გუნდსაც სურდა.

"ცალსახად ყველანი ვთანხმდებით, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ თორნიკეს ტრანსფერს ბევრი ნიუანსი ახლავს. მის მაგივრად ვერ ვისაუბრებ, თუმცა ჩემი გამოცდილებიდან და ლოგიკიდან გამომდინარე შემიძლია ვისაუბრო თუ რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება. თორნიკემ თავისი შესაძლებლობები 'ბასკონიაში' ამოწურა, კორონა ვირუსის პანდემიის გამო კი "ბასკონიაში" ახალი გუნდის შექმნას გეგმავენ.

თორნიკემ დაამტკიცა, რომ ევროპაში საუკეთესო მძიმე ფორვარდია და ახლა მას ტიტულები სჭირდება. ყველა ადამიანს თავის სფეროში უფრო მაღალ საფეხურზე ასვლა სჭირდება. ევროლიგაში 4 ან 5 გუნდია, რომლებსაც ევროლიგის მოგება შეუძლიათ. ასეთი გუნდებია "ბარსელონა", "რეალი", "მილანი".

შენგელია "მილანის" ვარიანტს განიხილავდა, თუმცა ბოლო მომენტში იტალიურმა კლუბმა თანხის გადახდა ვერ შეძლო, "მილანის" ბიუჯეტი დიდი არაა.

ასევე ვიცი, რომ NBA-ს რამდენიმე კლუბს თორნიკე შენგელიას გადაბირება სურდა, თუმცა კორონა ვირუსის პანდემიის გამო არ გამოვიდა. NBA თვის ბოლოს განახლდება, შემდეგ დრაფტი უნდა გაიმართოს და დრაფტის მერე უნდა გამართულიყო თორნიკესა და NBA-ს გუნდებს შორის მოლაპარაკება, პარალელურად კი ევროპაში სეზონი დაწყებული იქნება. ამიტომ არ გამოვიდა შენგელიას NBA-ში ტრანსფერი.

მეც ვთამაშობდი ყაზანის 'უნიქსში.' კლუბს მოსკოვის ბანკი აფინანსებდა. მაშინ ჩავეძიოთ მოსკოვის ბანკი ვისია. მაშინ გავალთ იქამდე, რომ ნებისმიერი საფეხბურთო თუ საკალათბურთო კლუბი რუსეთის ხელისუფლების მიერ ფინანსდება" , - განაცხადა ვიქტორ სანიკიძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics