2020-07-12 17:12:07, 1375 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდში სპეცოპერაციის დროს დაკავებულის ადვოკატი - ველოდები გამომძიებელს, რომ ორდენი გადავცე
"ველოდები გამომძიებელს, რომ ორდენი გადავცე" , - ამის შესახებ სპეცოპერაციის დროს დაკავებულის ადვოკატმა ტელეკომპანია "პირველს" განუცხადა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მან არ იცის რას ედავება შსს დაკავებულს.
"ახლა ვაპირებ ბინის ჩხრეკაზე ასვლას, დაკავებულიც არ მინახია ჯერ. ველოდები გამომძიებელს, რომ ორდენი გადავცე და დავესწრო ჩხრეკას. არ ვიცი რას ეძებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტი ატარებს სპეცოპერაციის ღონისძიებებს" , - განაცხადა ადვოკატმა.
არსებული ინფორმაციით დაკავებული დუდუ შენგელია არის, რომელიც შსს-მ სპეცოპერაციის შედეგად დააკავა და ამ დრომდე მისი მანქანისა და სახლის ჩხრეკა მიმდინარეობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,