01:16 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-11 10:52:41, 2970 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მთავრობის დახმარებით აფრიკაში 92 მეზღვაურის როტაცია განხორციელდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კერძო სექტორის ძალისხმევით 51 ქართველი მეზღვაური ტოგოში, ქალაქ ლომეში გაემგზავრა, სადაც ისინი სხვადასხვა გემებზე დასაქმდებიან. ისინი შეცვლიან სხვა ქართველ მეზღვაურებს, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში მსახურობდნენ აღნიშნულ ხომალდებზე. ჩარტერული რეისით, რომლითაც ქართველო მეზღვაურები ტოგოში გაემგზავრნენ, საქართველოში 41 მეზღვაური დაბრუნდა, რომელთა შორისაც 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად დაეხმარა საქართველოს მოქალაქეობის მქონე 1500-ზე მეტ მეზღვაურს, ხოლო მას შემდეგ, რაც მთავრობის გადაწყვეტილებით მეზღვაურები "საკვანძო პროფესიის" წარმომადგენლებად გამოაცხადდნენ, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობით 100-მდე სხვა ქვეყნის მოქალაქე მეზღვაურის როტაციაც განხორციელდა.

სააგენტოს ხელმძღვანელის თამარ იოსელიანის განცხადებით, "საგარეო საქმეთა სამინისტროს და სამხრეთ აფრიკაში საქართველოს ელჩის ბექა დვალის უშუალო ჩართულობით მოხერხდა ფაქტიურად უნიკალური ოპერაციის განხორციელება - ორგანიზება გაეწია ლომეს პორტში 4 კომპანიის 7 გემზე 92 მეზღვაურის როტაციას".

"საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობით უკვე მე-3 წარმატებული ოპერაცია განხორციელდა აფრიკის მიმართულებით, რომელიც როტაციის თვალსაზრისით რთულ გეოგრაფიულ რეგიონად ითვლება. ამჯერად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს  და კომპანიების: Oceangold Tankers Inc., Lotus Shiping Company Limited, El Victor-სა და Queensway Navigation Co. LTD-ს ორგანიზებით დაინიშნა სპეციალური ავიარეისი თბილისი-ლომე-თბილისი, რომელიც ავიაკომპანიამ "Myway Airlines" განახორციელა", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

თბილისის სახელმწიფო აეროპორტში სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ მეზღვაურები სპეციალურად მათთვის გამოყოფილი კომფორტული ავტობუსებით გადაიყვანეს საკარანტინო სივრცეებში, სადაც ისინი 14-დღიან კარანტინს გაივლიან. რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ისინი საქართველოს მთავრობის დახმარებით სამშობლოში დაბრუნდნენ. 

                                                             





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics