|
2020-07-08 18:50:42, 4761 ნახვა
პოლიტიკა
ნათია თურნავა - თბილისსა და მიუნხენს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აგვისტოს დასაწყისიდან აღდგება
აგვისტოდან ევროპის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს რამდენიმე კომპანია შეასრულებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტელეკომპანია რუსთავი2-ის ეთერში ისაუბრა. ნათია თურნავას ინფორმაციით, შეთანხმება უკვე მიღწეულია ავიაკომპანია „ლუფტჰანზასთან", მოლაპარაკებები მიმდინარეობს ასევე კომპანიებთან „ეარ ფრანს" და „ეარ ბალტიკი". „პირდაპირი ფრენები და ავიაკომპანიებთან შეთანხმებები უნდა ემსახურებოდეს გარკვეულ ლოგიკას, შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ დავუშვებდით რეგულარულ ფრენებს, ვიდრე არ გვეცოდნიებოდა თავად მიმღები ქვეყნის პოზიცია. ახლა, როდესაც ვიცით ვინ არიან ის სახელმწიფოები, ვინც ჩვენ უპირობოდ გვიშვებს, რა თქმა უნდა, მეტი საფუძველი გვაქვს, რომ მოველაპარაკოთ ავიაკომპანიებს და ავიაკომპანიებსაც მეტი საფუძველი აქვთ - კომერციულად მიმზიდველი იქნება მათი რეისები. ეს ეხება კომპანია „ლუფტჰანზას", რომელთანაც მიღწეული გვაქვს შეთანხმება, რომ ყველაზე გვიან 2 აგვისტოს აღდგება რეგულარული მიმოსვლა თბილისსა და მიუნჰენს შორის, სიხშირით - კვირაში ორი ფრენა", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს და ავიაკომპანიებს, ნათია თურნავას განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება „ეარ ფრანსთან" - მოსალოდნელია, რომ რეგულარულ ფრენებზე შეთანხმება აგვისტოდან მოხდეს, შარლ დე გოლის აეროპორტთან. მინისტრის ინფორმაციით, სიხშირეების რაოდენობა ჯერ მოლაპარაკების საგანია. ბალტიისპირეთის ქვეყნებში, სადაც ასევე იხსნება საზღვარი, „ეარ ბალტიკია" წარმოდგენილი, რიგა- თბილისის რეისის შესრულება ასევე აგვისტოში უკვე დაიწყება. „ამ ეტაპზე ფრენების სიხშირეზე ვსაუბრობთ - ჩვენი პოზიციაა, რომ კვირაში ერთი სიხშირე იყოს, კომპანია ახლა ამას განიხილავს", - აღნიშნა ნათია თურნავამ. როგორც დღეს გახდა ცნობილი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო ევროპის ხუთ სახელმწიფოსთან საზღვარს უპირობოდ ხსნის: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რეზიდენტებს საქართველოში შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტი, მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით.
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
ფინეთი საზღვრის ტანკსაწინააღმდეგო თხრილების გაყვანას გეგმავს
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)