06:46 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-30 13:18:01, 1988 ნახვა

საზოგადოება
თურნავა - დიდი ალბათობით, ორშაბათიდან დაშვებული იქნება საგამოფენო საქმიანობები, ტრენინგები და კონფერენციები

თურნავა - დიდი ალბათობით, ორშაბათიდან დაშვებული იქნება საგამოფენო საქმიანობები, ტრენინგები და კონფერენციები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, დიდი ალბათობით, ორშაბათიდან დაშვებული იქნება საგამოფენო საქმიანობები, ტრენინგები და კონფერენციები.

მისივე თქმით, აღნიშნული საქმიანობების განხორციელება უსაფრთხოების პროტოკოლის სრული დაცვით იქნება შესაძლებელი, რომელიც ორშაბათამდე გამოქვეყნდება.

„გეგმაზომიერად კიდევ არის დარჩენილი საქმიანობები, რომლებზეც ვრცელდება შეზღუდვები და გარკვეული რაოდენობა სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობის დიდი ალბათობით, ორშაბათიდან იქნება უკვე დაშვებული. ესენი არის საგამოფენო საქმიანობა, ტრენინგები, კონფერენციები სასტუმროებში, იცით რომ საკმაოდ დიდი მოთხოვნა არის მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საერთაშორისო ვიზიტორები მოგვაკლდა, მაგრამ თვითონ ჩვენ მოქალაქეებისთვის სხვადასხვა ორგანიზაციის ეგიდით მოთხოვნა იყო ტრენინგების, კონფერენციების, საქმიანი შეხვედრებიოს ჩატარების, ჩვენ ვიმსჯელეთ ეს მოთხოვნა, რომელიც მოდის სასტუმროებიდან, არის საკმაოდ რაციონალური და სამართლიანი. რა თქმა უნდა, ეს მოხდება წესების დაცვით პრაქტიკულად ჯანდაცვის სამინისტროს შემუშავებული აქვს პროტოკოლი და ორშაბათამდე ეს ყველაფერი იქნება გამოქვეყნებული. უსაფრთხოების პროტოკოლის დაცვით ეს იქნება კარგი გადაწყვეტილება ერთის მხრივ, რომ არ შეწყდეს ტრენინგ პროგრამები და მეორეს მხრივ, რომ დავეხმაროთ ჩვენს სასტუმროებს, რათა არ დაკარგონ ასეთ ღონისძიებებზე მომსახურების შესაძლებლობა. რაც შეეხება საგამოფენო საქმიანობას, ესეც მოხდება წესების დაცვით. გვრჩება გარკვეული მცირე რაოდენობა საქმიანობების ჯერჯერობით შეზღუდული. გვესმის ყველას პრობლემა. ეს არის ფიტნეს ცენტრები, აუზები, მაგრამ შედარებით მომატებული რისკის საქმიანობაა, თუმცა შემდეგ ეტაპებზე განვიხილავთ ამ საქმიანობებზე შეზღუდვების მოხსნას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics