05:46 - 13 Jul, 2020
2020-06-29 15:34:58, 521 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - საქართველო არჩევნებს პოლიტპატიმრების გარეშე უნდა შეხვდეს

 საქართველო არჩევნებს უნდა შეხვდეს პოლიტპატიმრების გარეშე, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, რომ გაათავისუფლოს გიორგი რურუა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებამ არ უნდა მოადუნოს საზოგადოება, რადგან აუცილებელია, რომ 31 ოქტომბერს დამარცხდეს უბედური კლანი, რომელიც აზის საქართველოს.

„მე მასოვს ნოემბერი და დეკემბერი, როგორ ამბობდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები, რომ აღარაფერი შეიცვლებოდა კონსტიტუციაში, მაგრამ ვხედავ მათ დღეს, როგორ აძლევენ ხმას საკონსტიტუციო ცვლილებებს და როგორ უნდათ თქვან, რომ ეს ყოფილა მათი საწყისი პოზიციები და განცხადები. დიახ, დღეებმა და ღამეებმა გათენებულმა მშვიდობიანი პროტესტის პირობებში ჩვენ მიგვიყვანა 8 მარტის შეთანხმებამდე, რომელიც ჩვენი დასავლელი პარტნიორების შუამდგომლობით გავაფორმეთ „ქართულ ოცნებასთან“, აქვე მინდა ვთქვა, ამ შეთანხმების კიდევ ერთი საკითხი შესასრულებელია - ეს არის გიორგი რურუას განთავისუფლება.

ბევრს შეიძლება მოგწონთ ან არ მოგწონთ ეს პიროვნება, მაგრამ მთავარია საქართველო არჩევნებს უნდა შეხვდეს ყველა პოლიტპატიმრის გარეშე, არ შეიძლება იყოს პოლიტიკური ანგარიშსწორება არჩევნების კუთხით, ამიტომ ჩვენი პოზიცია უნდა იყოს ურყევი და ერთიანი, მაგრამ აქვე, მინდა ვუთხრა თითოეულ მოქალაქეს, რომ ეს საკონტიტუციო ცვლილებები არ ნიშნავს იმას, რომ უნდა მოვეშვათ, ჩვენ 31 ოქტომბერს თქვენთან ერთად ძალიან დიდი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ, უნდა დავამარცხოთ ის უბედური კლანი, რომელიც დღეს აზის საქართველოს და გვაღარიბებს, ამისათვის აუცილებელია, რომ ოდირის რეკომენდაციებით ყველა საკანონმდებლო ცვლილება იქნეს მიღებული საარჩევნო კოდექსში, რომ აღარ განმეორდეს მეორე ტური“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.




ავტორი: ლანა მრავალაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გავრილოვის ღამიდან 1 წლის შემდეგ რუსთაველის გამზირზე აქცია იმართება












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics