06:46 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-27 11:55:05, 1862 ნახვა

საზოგადოება
გლდანის მერვე მიკრორაიონის N17 კორპუსთან მშენებარე საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზა ეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს განაგრძობს. ამჯერად, საგზაო სამუშაოები მერვე მიკრორაიონის N17 კორპუსთან მშენებარე საბავშვო ბაღთან  სრულდება.

ბაღთან  მისასვლელი  გზის მოწყობა დაახლოებით, 2 500  კვადრატულ მეტრ ფართობზე ხორციელდება.  სამუშაოების შედეგად, უკვე მოეწყო ბორდიური, საფეხმავლო ბილიკები და ასფალტის მეორე ფენა საფარი იგება.

აღნიშნულ მისამართზე  თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ  ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის მიმდებარეთაც გრუნტის გზა იყო, ახლა კი,  მოსახლეობა  მოწესრიგებული, ასფალტისსაფარიანი გზით ისარგებლებს.

სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „იბერი“ ახორციელებს, დაახლოებით, 160 000  ლარი არის გათვალისწინებული. 

მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე  თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორთან, კახაბერ გვანცელაძესთან და  საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, გულია გოცირიძესთან  ერთად გაეცნო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics