|
2020-06-26 17:38:42, 1991 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერის განცხადებით, სამართალდამცავმა სისტემამ უმოკლეს ვადაში უნდა მოახერხოს გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობის გამოძიება
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სამართალდამცავმა სისტემამ უმოკლეს ვადაში უნდა მოახერხოს გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობის საქმის გამოძიება. როგორც გახარია აღნიშნავს, რომ ქვეყანაში სამართალდამცავმა სისტემამ სრულად უნდა უზრულნველყოს ქართველი ჟურნალისტის უსაფრთხოება, რადგან ესაა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციისა და უსაფრთხობეის მაჩვენებელი. „პირველი, რომ სამართალდამცავმა სისტემამ მძიმე დანაშაული აღკვეთა. მეორე, რა თქმა უნდა, სამართალდამცავმა სისტემამ სრულად უნდა უზრულნველყოს ქართველი ჟურნალისტის უსაფრთხოება, ყველანაირი კითხვის ნიშნის გარეშე, ესაა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციისა და უსაფრთხობეის მაჩვენებელი. მესამე, სამართალდამცავმა სისტემამ უმოკლეს ვადაში უნდა მოახერხოს ამ საქმის გამოძიება, რომ მოქალაქეს მიაწოდოს ღია ინფორმაცია იმისთვის, რომ ქვეყნის მტრებს არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში, არ მივცეთ იმის საშუალება, რომ ამ საკითხით სპეკულირება მოახდინონ“, - განაცხადა პრემიერმა.
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)