|
2020-06-25 16:27:54, 1970 ნახვა
საზოგადოება
30 ივნისის ჩათვლით დაფნარის კვანძიდან ბაშისა სატრანსპორტო კვანძამდე და გეგუთის კვანძიდა ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე მოძრაობა აკრძალულია
30 ივნისის ჩათვლით დაფნარის კვანძიდან ბაშისა სატრანსპორტო კვანძამდე და გეგუთის კვანძიდა ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განუცხადა. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის-სამტრედიის მონაკვეთების 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების ლოტი 4 მიმდინარე სამუშაოების პროექტის ფარგლებში, „ბლექ სი გრუპის“ მიერ, 2020 წლის 10 აპრილის 16:00 სთ-დან, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 259-ე კმ-ზე არსებული დაფნარის სატრანსპორტო კვანძიდან ამავე საავტომობილო გზის 248-ე კმ-ზე არსებულ ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე, 2020 წლის 25 ივნისის ჩათვლით ჩაკეტილია საავტომობილო მოძრაობა, გარდა სამშენებლო სატრანსპორტო საშუალებებისათვის. ამჟამად საჭიროა, აღნიშნული რეჟიმი გაგრძელდეს 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით. ასევე, ქუთაისის შემოვლითი გზის III ლოტის მშენებლობის ფარგლებში, ღ.ს.ს. “აკკორდ ჯორჯიას“ მიერ მიმდინარე სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრული იყო 2020 წლის 25 ივნისი, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, სამუშაოების დასრულება აღნიშნულ ვადაში ვერ ესწრება და საჭიროა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე მდებარე გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა გაგრძელდეს 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)