|
2020-06-24 20:23:53, 1562 ნახვა
პოლიტიკა
კუბილიუსი - მიღწეული შეთანხმების სრულად შესრულება, „ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაა
მიღწეული შეთანხმების სრულად შესრულება, „ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაა , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება შესაძლოა, როგორც მესამე მოსმენამდე ასევე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ. „პროპორციული საარჩევნო სისტემისკენ სვლა და საკონსტიტუციო ცვლილებები, ქართული დემოკრატიის განვითარებისკენ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამ ცვლილებების მიღება მნიშვნელოვანია მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე. კარგად მესმის დისკუსია სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის, იმასთან დაკავშირებით რომ, რვა მარტის შეთანხმება მოიცავს პოლიტიკური პატიმრების საკითხსაც, აქამდე გადაუწყვეტელია და მოლოდინის რეჟიმშია გიორგი რურუას საქმე, მაგრამ იმედს გამოვთქვამ რომ, როცა საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება მიღებული, ეს საქმეც გადაწყდება. ასე რომ, სახეზეა პროგრესი და ამ შემთხვევაში შექებას მმართველი გუნდი იმსახურებს. პასუხისმგებლობა ყოველთვის მმართველ გუნდსა და ხელისუფლებაზეა, ქართული ოცნებაა პასუხისმგებელი რომ მიღწეული შეთანხმება სრულად შესრულდეს. რურუას საქმეზე პროცედურულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა მისი გათავისუფლება შესაძლოა, როგორც მესამე მოსმენამდე ასევე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგაც. ჩემი ინფორმაციით გიორგი რურუა წინასწარ პატიმრობაშია, ალბათ შესაძლებელია რომ, საბოლოო გადაწყვეტილებას ის სახლში, მეთვალყურეობის ქვეშ დაელოდოს, მგონია რომ ამ საკითხის გადაწყვეტა არის შესაძლებელი და კიდევ ერთხელ მივმართავ მმართველ გუნდს, რომელმაც კარგი სამუშაო გასწია, მოაგვაროს ეს საკითხიც, რისი მოლოდინიც არის. ერთის მხრივ ჩვენ მივესალმებით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების საკითხს, თუმცა პარალელურად არ მოვადუნებთ ყურადღებას რურუას საქმეზე. საქართველოსთვის სასარგებლო იქნება, ისეთი საქმეების არ არსებობა, რომლებიც გააჩენს კითხვებს რომ, სასამართლო პოლიტიზებულია. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვართ და მხარს ვუჭერთ მომავალი საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიის ყველა სტანდარტის დაცვით ჩატარდეს და მოსახლეობამ შეძლოს ნების გამოხატვა. საკონსტიტუციო ცვლილებების მიუხედავად, მივმართავ ქართულ ოცნებას შეასრულოს ოდირისა და ეუთოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მათ გამოაქვეყნეს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, არის საკითხები რომელიც საქართველომ უნდა გამოასწოროს. ევროპარლამენტი დიდი ყურადღებით დააკვირდება როგორ განხორციელდება საკონსტიტუციო ცვლილებები რომლებსაც მიიღებს პარლამენტი და ასევე, ვმსჯელობთ როგორ დავაკვირდეთ არჩევნებს. ჩვენი სურვილია დავაკვირდეთ არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ ჩვენმა მისიამ შეძლოს წინასაარჩევნო ვითარებასაც დააკვირდეს. ამ არჩევნებზე საქართველოს ექნება შანსი დაამტკიცოს, რომ დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროპული სტანდარტების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობისკენ. ეს იქნება უმოკლესი გზა თქვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისკენ“, - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსი.
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)