|
2020-06-24 13:03:36, 1533 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - შეშფოთებული ვარ „ევროპული საქართველოს“ წევრების განცხადებით, რომ მათ უნდათ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდეს
„შეშფოთებული ვარ გუშინ „ევროპული საქართველოს" წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებებით, სადაც მათ თქვეს, რომ უნდათ და ელოდებიან, რომ ჩავარდეს არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს არის იმაზე კიდევ უფრო მძიმე პოლიტიკური განცხადება და დამოკიდებულება, ვიდრე სხდომაში მონაწილეობის არ მიღება და მხარდაჭერისგან თავის შეკავება. არჩილ თალაკვაძე „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს განმარტებების დროულად გაკეთებისკენ მოუწოდებს. „რატომ კეთდება მათი პოლიტიკური პარტიის მხრიდან განცხადებები, რომ მათ სურთ და ელოდებიან, როდის ჩავარდება ეს საარჩევნო ცვლილებები. თუ ამასთან დაკავშირებით არ გაკეთდება ადეკვატური პოლიტიკური შეფასებები და არ იქნება განმარტებული, არის თუ არა ეს პოლიტიკური პარტიის და ოპოზიციის ამ ჯგუფის - „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს" საერთო პოზიცია, ვინაიდან, ჩვენ სწორედ ამას ვეუბნებოდით საზოგადოებას, რომ ამ ადამიანებს, რეალურად, არ სურთ პროპორციულთან მიახლოებული სისტემა, არ სურთ დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნები, არამედ, მათი დღის წესრიგი არის დესტაბილიზაცია და ნორმალური პოლიტიკური პროცესის ბლოკირება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მისივე შეფასებით, საზოგადოებას ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ აღნიშნული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მინიმალურ პასუხისმგებლობას გამოიჩენდნენ და დადებულ შეთანხმებას შეასრულებდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდება და საზოგადოება ამის საპირისპირო ნაბიჯებს ხედავს.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)