|
2020-06-24 11:53:00, 1505 ნახვა
საზოგადოება
ლევან კობერიძე - ჯანდაცვის მინისტრმა დაკრა ფეხი და წავიდა სამოგზაუროდ საქართველოს ფარგლებში, რობოტი მაინც გამოგვიგზავნოს
იქნებ რობოტი გამოგვიგზავნოს, თავისი ტექსტები ჩაწეროს, რომ გვესაუბროს. სად არის მინისტრი, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, თამარ გაბუნიას უსმენენ. როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკა უნდა მუშავდებოდეს კომიტეტსა და პარლამენტში, მინისტრი კი კომიტეტში არ მოდის. „ყველაზე მთავარი კითხვა რაც არის, თქვენ დარგი საითკენ მიგყავთ და ეს რეგულაციები, რომელიც გამკაცრების თვალსაზრისით შემოგაქვთ, საით გინდათ, რომ დარგი წაიყვანოთ. ამაზე ჩვენ უკვე ახალ მინისტრთან ერთი წელია გვაქვს კითხვები, რომელიც, როგორც ვხედავ, შიდა ტურისტულ ტურნეში აპირებს წასვლას, რომ მოიაროს მთელი საქართველო. გუშინ განცხადება ვნახე, რომ ხალხს მოუყვეს, როგორ კარგად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო. აქ ნამდვილად ვინანე, რომ ქუთაისიდან გადმოვიტანეთ პარლამენტი, იქ რომ ყოფილიყო, იქნებ გზად მაინც შემოევლო, მანდ მაინც გვეხილება. ან იქნებ რობოტი გამოგვიგზავნოს, თავისი ტექსტები ჩაწეროს, რომ გვესაუბროს. სად არის მინისტრი? ივნისის ბოლო კვირას წერილობით მოიწერა, არასწორად რომ მოიწერა და რომ არღევს რეგლამენტებს, ვერ ერკვევა, ეგ ცალკე თემაა. ივნისის ბოლო კვირას, მინისტრმა თავისივე წერილში უკვე მერამდენედ დაადასტურა, რომ მოვიდოდა კომიტეტში, ამის მაგივრად, როგორ ვხედავთ, დაკრა ფეხი და წავიდა სამოგზაუროდ საქართველოს ფარგლებში. კითხვა გვაქვს მასთან. ეს კანონპროექტი, რომელიც შემოიტანეთ, ეხება იმას თუ დარგი საით მიდის. პოლიტიკა უნდა მუშავდებოდეს კომიტეტში და პარლამენტში. ეს არ არის უბრალოდ ტექნიკური საკითხები. მინისტრი კომიტეტში რატომ არ მოდის? მსგავსი ტიპის ცვლილებებიც კი არის პოლიტიკის ნაწილი“, - განაცხადა ლევან კობერიძემ. სხდომაზე კობერიძემ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესაც მიმართა და აღნიშნა, რომ ეკატერინე ტიკარაძე არაკომპეტენტურია და კომიტეტსაც შეურაცხყოფს. „მინისტრი, იცით, რატომ არ მოდის პარლამენტში? და გადაეცით თქვენ მას, თუ შეიძლება პირადად, რადგან ის არის არაკომპეტენტური. ის, აი, ასე მოსული ნებისმიერ კითხვას ვერ უპასუხებს. ახლა პირდაპირ ვამბობ ამას. ის არის არაკომპეტენტური. იმიტომაა, ერთი წელი რომ არ მოდის პარლამენტში. სხვათა შორის, ბატონო დიტო, კომიტეტის შეურაცხყოფაც არის, ცხრაჯერ ხელი ავწიეთ, თქვენ თვითონაც, წევრებმაც, რომ მოვიდეს და ჩვენთან მოსვლის ნაცვლად, ივნისის ბოლოს წერილობით თქვენ გიპასუხათ, ნუ არასწორად, მაგრამ ხომ გიპასუხათ. თქვენთან მოსვლისა და კომიტეტში მოსვლის მაგივრად, ტურნეში წავიდა საქართველოს გარშემო. ვერ გავიგე ახლა, სად ვართ? რას გინდათ, ეს ქვეყანა რომ დაამსგავსოთ ასეთი ქმედებებით?“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემის კოორდინირებული კამპანია BBC-ის გამოძიების წინააღმდეგ
ომი უკრაინაში
სუმის რეგიონში დრონის მრავალსართულიან შენობაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა
რუსეთის საოკუპაციო ძალები, უკრაინის ტერიტორიების სწრაფ ოკუპირებას ახდენენ - The Telegraph
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)