09:05 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-24 11:49:09, 1428 ნახვა

საზოგადოება
ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 
მისი თქმით, დაახლოებით, სამ კილომეტრამდე გზის მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები დასრულებულია, ასფალტის საფარის ბოლო ფენა უკვე დაიგო.
„ამჟამად, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ველობილიკები ეწყობა. ასევე, ტროტუარებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების ბუნებრივი ქვით მოპირკეთება ხდება. მიმდინარეობს შადრევნის სრული რეაბილიტაციაც, რაშიც ჩართულია ირაკლი ჟვანია და მინდა, მას თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო. პარალელურად, ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. ხე-მცენარეები დაირგვება იმ თარგებში, რომელიც გამზირზე განთავსდა. პროექტის ფარგლებში, ჭავჭავაძის გამზირზე ორი სკვერის მოწესრიგება მიმდინარეობს, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოების ბოლო ეტაპზე საგზაო მონიშვნები დაიხაზება. ასევე, შეიცვლება განათების ბოძები და დამონტაჟდება LED სანათები. გამზირზე ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლებია გამოყოფილი, რათა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეუფერხებლად შეძლოს გადაადგილება. 
ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის პროექტი უახლოეს პერიოდში დასრულდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics