09:06 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-23 16:15:25, 1446 ნახვა

საზოგადოება
თბილისის N2 ბაგა-ბაღის ისტორიულ შენობას რეაბილიტაცია უტარდება

დიდუბის რაიონში, N2 საჯარო ბაგა-ბაღის შენობას რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია უტარდება. უზნაძის ქუჩის N13-ში არსებული შენობა კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელშიც საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა და რომლის რეაბილიტაციაც თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ გასულ წელს დაიწყო.  

პროექტის მიმდინარეობას დღეს სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე გაეცნო.

„ურთულეს პროექტს ვახორციელებთ, რაც ისტორიული შენობის იმგვარ განახლებას გულისხმობს, რომ მისი ავთენტურობა არ დაირღვეს. უკვე გამაგრდა ნაგებობის საძირკველი და მიმდინარეობს ახალი ფლიგელის მშენებლობა, რაც ბაღში აღსაზრდელთა რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდის. მშენებლობის დასრულების შემდეგ კი შიდა სამუშაოები დაიწყება“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

ახალი ბაღი ათჯგუფიანი იქნება და 300-მდე აღსაზრდელს მიიღებს. საბავშვო ბაღის შენობა სკოლამდელი განათლებისთვის კანონმდებლობით დადგენილ უსაფრთხოებისა და ყველა სხვა საერთაშორისო სტანდარტს დააკმაყოფილებს.

ალტერნატიულ ფართში გადასული ბაღის კონტინგენტი განახლებულ შენობაში მომავალ წელს დაბრუნდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics