09:06 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-23 15:53:01, 1555 ნახვა

საზოგადოება
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში აშშ-ის ხომალდს მასპინძლობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდ USS Porter-ს (DDG 78) მასპინძლობს. ვიზიტი აშშ-ისა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას ემსახურება.

USS Porter-ის ვიზიტი საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება. COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, გაუქმებულია საჯარო და კულტურული ღონისძიებები. შეხვედრები კი დისტანციურად, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართა.

USS Porter, აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში, მრავალმხრივ მისიებში მონაწილეობს. USS Porter ხელს უწყობს შავი ზღვის რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების დაცვასა და ნატოს ოპერაციებისა და მისიების მხარდაჭერას ევროპაში. ხომალდის მეთაურია II რანგის კაპიტანი ქრეგ ტრენტი.

ხომალდ "USS Porter"-ის საქართველოს პორტში შემოსვლამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდებმა შავ ზღვაში ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს.

სწავლებაში მონაწილეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აილენდის კლასის 2 ხომალდი - "დიოსკურია" და "ოჩამჩირე" და აშშ-ის მეექვსე ფლოტის 2 ხომალდი: USS Porter (DDG 78) და USS Oak Hill (LSD 51). წვრთნების მიზანია საქართველოსა და აშში-ის საზღვაო დანაყოფების ურთიერთქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება. ერთობლივი წვრთნები არ ითვალისწინებდა ეკიპაჟების უშუალო კონტაქტს.

ამერიკული ხომალდების ვიზიტი საქართველოსი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-სა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში აქტიურ თანამშრომლობას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics