|
2020-06-23 13:45:38, 1402 ნახვა
პოლიტიკა
კობერიძე უმრავლესობას - დარწმუნებული ვარ, ეს ცვლილებები გავა, თუმცა ეს თქვენთვის ნამუსის მოწმენდის მცდელობა ვერ იქნება
დარწმუნებული ვარ, ეს ცვლილებები აუცილებლად გავა, თუმცა ეს თქვენთვის ვერ იქნება ნამუსის მოწმენდის მცდელობა, რადგან თქვენ პროპორციული არჩევნები ჩააგდეთ, - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც ამ წუთებში საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავენ. როგორც კობერიძემ აღნიშნა, ისინი კვლავ აპირებენ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირონ, თუმცა „ქართული ოცნების“ მხრიდან გარანატირებული არაფერია. „არ გეწყინოთ ბატონო არჩილ, მაგრამ თქვენი შექება ნამდვილად არ გვჭირდება და ჩვენი როლის ხაზგასმა. აქ საუბარი იმაზეა, რომ ჩვენ ვიცით ჩვენი ადგილი, რა როლი უნდა ვითამაშოთ და რა პასუხისმგებლობა ავიღოთ საზოგადოების წინაშე. ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ვიღებთ და ვასრულებთ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ 115 დეპუტატია დარეგისტრირებული, მინიმუმ 3 ადამიანი მე დანამდვილებით ვიცი, ვინც ამ კანონპროექტისთვის ხმის მიცემას არ აპირებს და ამ შემთხვევაში უმრავლესობის მხარეს როგორ არის საქმე რაოდენობაში? იმედია შემოგესწრებიან თუ ვინმე აგვიანებს და კანონპროექტი საფრთხის წინაშე არ დადგება. რაც შეეხება თქვენს მესიჯ ბოქსს, რომ რაღაცნაირად ოპოზიცია გინდათ გაყოთ, ეს თქვენი საქმეა, მაგრამ იქითკენ თუ მიგყავთ საქმე, რომ 116 ხმა გარანტირებულია, როგორც თქვენი სპიკერები ამბობენ ხოლმე, თქვენს წარმატებად გინდათ რომ გაასაღოთ, ძალიან დიდი ბოდიში, ეს თქვენი მხრიდან არაფერი არაა გარანტირებული. ჩვენგან ნამდვილად არის გარანტირებული და ეს არაერთხელ დავადასტურეთ. მემგონი კარგი იქნება, რომ შეფასებები და მესიჯ ბოქსი შეცვალოთ. ამიტომ, საბოლოო ჯამში ისე ნუ იზამთ, რომ განაწყენება გამოიწვიოთ. მახსოვს, ამბობდით პროპორციული არჩევნები იმიტომ ჩავარდა, რომ მაჟორიტარებმა შეურაცხყოფილად იგრძნესო თავი, იგივე გზას ნუ დაადგებით. შეფასებები და მესიჯ-ბოქსი კარგი იქნება, რომ შეცვალოთ. ამიტომ, ჩვენ ჩვენს პასუხისმგებლობას ვაღიარებთ და ვიცით. შესაბამისად, იმ დოკუმენტზე ვისაც ხელი მოწერილი აქვს პირველ რიგში საკუთარ თავთან აქვს პასუხისმგებლობა აღებული. დარწმუნებული ვარ, ეს ცვლილებები აუცილებლად გავა. მიუხედავად ამისა, ეს თქვენთვის ვერ იქნება ნამუსის მოწმენდის მცდელობა, რადგან თქვენ პროპორციული არჩევნები ჩააგდეთ და შესაბამისად მცდელობა ახლა თავი პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალად წარმოაჩინოთ, არ გამოგივათ“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)