|
2020-06-23 10:58:50, 1726 ნახვა
პოლიტიკა
მაიკლ კარპენტერი - ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი რურუას გათავისუფლება საფუძვლიანი მოთხოვნაა
აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მრჩეველი და ბაიდენის ცენტრის დირექტორი მაიკლ კარპენტერი „ამერიკის ხმასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი რურუას გათავისუფლება საფუძვლიანი მოთხოვნაა. მისი თქმით, რურუა უნდა გათავისუფლდეს. „ვფიქრობ, საქართველოშიც ვხედავთ იგივე დონის ღრმა პოლარიზაციას,როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაში. პოლარიზაცია ხშირად დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველია, რადგან ის მხარეებს პარტიული ომისკენ უბიძგებს და აქრობს ან ასუსტებს დემოკრატიული შემოწმებისა და ბალანსის სისტემას. მაგრამ ამასთან ერთად, ვიტყოდი, რომ საქართველოს დიდი შესაძლებლობა აქვს წინ, რომ ოქტომბრის არჩევნები გამართოს მაქსიმალურად კონკურენტულ გარემოში და საქართველო კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს, როგორც დემოკრატიული ლიდერი რეგიონში. მაგრამ ბოლო წლის განმავლობაში პოლარიზაცია ბევრ სხვადასხვა მიმართულებაშიგამოიკვეთა“, - განაცხადა კარპენტერმა ინტერვიუში. მანვე აღნიშნა, რომ აღნიშნულის მიუხედავად მაინც შეინიშნება პროგნოზი, მაგალითად საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების საკითში, თუმცა აქაც მნიშვნელოვანია, რომ გიორგი რურუა გათავისუფლდეს. „ორივე მხრიდან ვხედავ დიალოგის გამართვის და კომპრომისის მონახვის სურვილს. ის, რომ მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება გადაწყვიტა, რომელიც შერეული საარჩევნო სისტემის, ოპოზიციური პარტიებისთვის უფრო სამართლიანი სისტემის ქონის საშუალებას იძლევა. ამ ცვლილებების მიღება ახლა გარკვეულ პირობებს უკავშირდება, რომლებიც ჩემი აზრით, საფუძვლიანია. მათ შორისაა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი რურუას გათავისუფლება. მე ვფიქრობ, ეს საფუძვლიანი მოთხოვნაა და ის უნდა გაათავისუფლონ. თუ ეს მოხდა - და მე ამის იმედი მაქვს - ვფიქრობ ცვლილებებს საზოგადოებაში ფართო მხარდაჭერა აქვს და მათი მიღების შემთხვევაში ოქტომბრის არჩევნები კონკურენტულ გარემოში გაიმართება, რაც ყველას სურვილია“, - განაცხადა „ამერიკის ხმასთან“ კარპენტერმა.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)