13:46 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-23 10:24:36, 1423 ნახვა

პოლიტიკა
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რან გიდორს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ისრაელის  სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რან გიდორს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

ხატია წილოსანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელსა და საქართველოს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებთ.

როგორც რან გიდორმა განაცხადა, საქართველო ისრაელისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ელჩმა მინისტრის მოადგილეს, აგრარული მიმართულებით ცოდნის გაღრმავებისა და გაზიარების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებისთვის აქტუალურ საკითხებზე ისრაელის გამოცდილი სპეციალისტების მიერ ონლაინ ტრენინგის ორგანიზება შესთავაზა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ისრაელის სახელმწიფოს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოსა (MASHAV) და  სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, წილკნის ბაზაზე, ისრაელის გამოცდილების გაზიარებით, სასათბურე მეურნეობასა და ღია გრუნტში ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიების დანერგვის საკითხებს.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზა, სოფლის მეურნეობის საკვლევ-სადემონსტრაციო სივრცეს წარმოადგენს. წილკნის ბაზაზე განთავსებულ ბიონაკვეთებში, საშემოდგომო და საგაზაფხულო მარცვლეული კულტურების, ბოსტნეულ-ბაღჩეულისა და სხვადასხვა ჰიბრიდული ჯიშის წარმოება/გამოცდა მიმდინარეობს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე ესწრებოდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics