|
2020-06-21 12:20:56, 1448 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - მინდა თანაბრად გამოვყო მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების პროცესში
მინდა თანაბრად გამოვყო მმართველის გუნდისა და ოპოზიციის მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების პროცესში, - ამის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკური შეთანხმების მიღწევაში დიდი როლი უჭირავს ელჩებსა და დიპლომატებს. „ეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი დღეა. შეგახსენებთ რომ ჩვენი მოწვევის პარლამენტმა 2018 წელს მიიღე დემოკრატიული განვითარებითვის უმნიშვნელოვანესი სისტემა. არაერთმა მოწვევის პარლამენტმა პოლიტიკური წარსულიდან განიხილა ეს საკითხი. მე მინდა მკაფიოდ გამოვყო მმართველი გუნდისა და ოპოზიციის როლი და მხარდაჭერა ამ საკითხში. მოგეხსენებათ ჩვენ გვქონდა ვალდებულება ჩაგვეტარებინა საჯარო განხილვები, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებას ითვალისწინებს. ამისთვის დროს გვქონდა და მიუხედავდ იმის, რომ არსებობდა პანდემია, საქართველომ, მისმა საზოგადოებამ და ხელისუფლებამ შესძლო ვირუსის შეკავება. შესძლო საკონსტიტუციო რეფორმის აღდგენა, ჩატარება და დასრულება. დღეს ეს პროცესი კანონდებლობით არის დასრულებული. ახლა კი გადავდივართ ეტაპზე, როდესაც თქვენ მეგობრებო უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება. მადლობა მინდა გადავუხადო ელჩებს, დიპლომატებს, რომლებმაც დიდი წვრილი შეიტანეს პოლიტიკური დიალოგის დასრულებაში. მადლობას ვუხდი ამერიკის ელჩს საქართველოში, მადლობას ვუხდი ევროპის ელჩს საქართველოში, მადლობას ვუხდი გერმანიის ელჩს საქართველოში და მადლობას ვუხდი ევროპის საბჭოს დელეგაციის წარმომადგენელს. მათ დიდი როლი ითამაშეს ამ შეთანხმების მიღწევაში, სწორედ ამ შეთანხმების გამო შესაძლებელი გახდება მივიღოთ გადაწყვეტილება მრავალ პარტიული პარლამენტის შესახებ“ , - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)