|
2020-06-20 12:01:23, 1319 ნახვა
საზოგადოება
ქარტია მოუწოდებს პროკურატურას, 20-21 ივნისს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფაქტები დროულად გამოიძიოს
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მოუწოდებს 2019 წლის 20-21 ივნისს მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფაქტები დროულად გამოიძიოს. ამის შესახებ განცხადებას ქარტია აქვეყნებს. „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის დარბევის დროს დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი - ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოჟურნალისტები. მათი განცხადებით, აქციის დაშლამდე ისინი არ გაუფრთხილებიათ, ასევე, ნაწილი ამბობს რომ, მიუხედავად მათი პროფესიის ამომცნობი სიმბოლიკის ქონისა, რაც მიანიშნებდა, რომ ისინი იყვნენ მედიის წარმომადგენლები, სპეცრაზმი მაინც დამიზნებით ესროდა რეზინის ტყვიებს, ხელს უშლიდა ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებაში, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. 2019 წლის 22 ივნისს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მოამზადა სპეციალური მიმართვა საქართველოს მთავრობის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დიპლომატიური კორპუსების სახელზე, სადაც მოითხოვდა ყველა იმ სამართალდამცავის გამოვლენასა და პასუხისგებაში მიცემას, ვინც საპროტესტო აქციის დაშლის დროს მედიის წარმომადგენლებს მიზანმიმართულად დევნიდა, ჯანმრთელობას უზიანებდა და უკანონოდ ხელს უშლიდა პროფესიული საქმიანობის შესრულებაში. ამ მიმართვიდან დღემდე, აქციაზე დაშავებულ მედიის წარმომადგენლებს არ მინიჭებიათ დაზარალებულის სტატუსი და საქმე დღემდე გამოუძიებელია. ამის გამო, სამმა ჟურნალისტმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა, რომელთა საქმეები უკვე წარმოებაშია მიღებული. ქარტია მოუწოდებს პროკურატურას, დროულად გამოიძიოს 2019 წლის 20-21 ივნისს მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფაქტი. სამართალდამცავი უწყების მხრიდან მსგავსი ფაქტების რეაგირების გარეშე დატოვებამ, ამგვარი ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმინობაში ხელშეშლის შემთხვევები, შეიძლება, წაახალისოს. ქარტია მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, გაატარონ პრევენციული ღონისძიებები, დაიცვან და უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება, შეუქმნან მათ ნორმალური სამუშაო პირობები. მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ გაითავისოს მედიის როლი და მნიშვნელობა საზოგადოების სრული და დროული ინფორმირებულობის ნაწილში“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)