|
2020-06-20 11:44:25, 1262 ნახვა
საზოგადოება
ვარკეთილის ზემო პლატოს N51ბ კორპუსთან სკვერი მოეწყო
სამგორის გამგეობა რაიონში დასასვენებელი სივრცეების მოწყობას აქტიურად განაგრძობს. ვარკეთილის ზემო პლატოზე გახსნილი კიდევ ერთი ახალი სკვერი სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ დაათვალიერა. ზემო პლატოს N51ბ კორპუსის მიმდებარედ 610 კვ.მ ფართობზე დასასვენებელი სივრცე მოეწყო. სკვერში საბავშვო მოედანი ატრაქციონებით, დასასვენებელი პავილიონი, საბაღე სკამები და ურნები განთავსდა. ტერიტორია დამცავი ღობით შემოიფარგლა, საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, გამწვანებული ზოლები გამოიყო და მოეწყო გარე განათების სისტემა. პროექტის ღირებულება 91 620 ლარია. სამუშაოები სამგორის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ „არბა“ შეასრულა. მიმდინარე წელს სამგორის რაიონში 4 სკვერის მოწყობა დასრულდა და 8 პროექტი მიმდინარეობს.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)