10:14 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-19 20:37:57, 1403 ნახვა

საზოგადოება
ჭავჭავაძის გამზირზე ხვალიდან საგზაო მოძრაობა სრულად აღდგება

ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. ხვალიდან გამზირზე საგზაო მოძრაობა სრულად აღდგება.

N9, N21, N34, N51, N59, N61, N83, N85, N87, N88 და N140 ავტობუსების მოძრაობა აღდგება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული სქემის შესაბამისად - ჭავჭავაძის გამზირისა და თამარაშვილის ქუჩის მონაკვეთზე საგზაო მონიშვნების სრულ დატანამდე, რის შემდეგაც, სატრანსპორტო მოძრაობა საგზაო მონიშვნების შესაბამისად განხორციელდება.

ხვალიდან ჭავჭავაძის გამზირზე N4, N15, N32, N35, N44, N73, N120, N126, N128, N137, N170 და N202 მიკროავტობუსები საგზაო მონიშვნების სრულ დატანამდე, დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

შუქნიშნებისა და საგზაო მონიშვნების დახაზვამდე, ავტომობილებს შეეძლებათ, გადაადგილდნენ შემდეგი მიმართულებებით:

ვარაზისხევიდან ვაკის პარკის მიმართულებით, ფალიაშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება კეკელიძის, მირცხულავასა და ბერძენიშვილის ქუჩების საშუალებით. უკუმიმართულებისას კი ფალიაშვილის ქუჩაზე მოხვედრა მიშველაძის, ბერძენიშვილის, მირცხულავასა და ნაფარეულის ქუჩებით იქნება დასაშვები.

კეკელიძის ქუჩაზე მოხვედრას მძღოლები აბაშიძის ქუჩიდან შეძლებენ, ხოლო კეკელიძის ქუჩის გავლით, ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრაობა თავისუფალი იქნება; ავალიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ ვაკის პარკის მიმართულებით.

თაქთაქიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა შესაძლებელი იქნება, როგორც ვაკის პარკის, ასევე, ვარაზისხევის მიმართულებებით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics