11:30 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-18 14:15:31, 1446 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია გრძელდება

ნაძალადევის რაიონში მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე 16 მისამართზე საცხოვრებელი შენობის სახურავი რეაბილიტირდა, რისთვისაც ნაძალადევის გამგეობამ 239 000 ლარი დახარჯა.
ერთ-ერთი პროექტი ზღვის უბნის Xბ კვ. N4 კორპუსში განხორციელდა, სადაც 1 020 კვ.მ ფართობზე დაზიანებული სახურავი ახლით შეიცვალა, ასევე, 200 გრძივი მეტრი ახალი წყალსაწრეტი მილები მოეწყო. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობამ ბიუჯეტიდან 36 622 ლარი გამოყო.
დასრულებულ პროექტთან დაკავშირებით კორპუსის რამდენიმე მცხოვრებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ თამარ ტალიაშვილთან ერთად შეხვდა.
„რაიონის მასშტაბით, აქტიურად ვაგრძელებთ საცხოვრებელი კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. აღნიშნულ მისამართზე დავასრულეთ სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც 45 ოჯახი ცხოვრობს. სახურავის რეაბილიტაციასთან ერთად, კორპუსის მიმდებარედ საგზაო ინფრასტრუქტურაც მოვაწესრიგეთ. შესრულებული სამუშაოებით ადგილობრივი მოსახლეობა კმაყოფილია“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პროკურატურა – 2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია, ორ პირს ბრალდება წარედგინება
თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics