|
2020-06-18 12:55:43, 1209 ნახვა
პოლიტიკა
სახელმწიფო ინსპექტორი - სასამართლო კონტროლი სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე გაზრდილია
საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ანგარიშის წარდგენის დროს, სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ, სამსახურის ერთ-ერთი ფუნქციის შესახებ ისაუბრა და დეპუტატებს გასული წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა: „როგორც მოგეხსენებათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა კონტროლი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებსა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებულ აქტივობებზე. 2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შემოვიდა მოსამართლის 1362 განჩინება სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის დაწყების, გაგრძელების, დაკანონების, ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და უარის თქმის შესახებ (2018 წელს მათი რაოდენობა იყო - 1397). 2019 წელს სასამართლოს მხრიდან დაკმაყოფილებული შუამდგომლობების პროცენტული მაჩვენებელი შემცირებულია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ გაზრდილია სასამართლოს მხრიდან სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებისა და ჩაწერაზე კონტროლი. 2019 წელს სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა, უმეტესად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე ხორციელდებოდა: 180-ე (თაღლითობა), 223 პრიმა („ქურდული სამყაროს" წევრობა, „კანონიერი ქურდობა"), 108-ე (მკვლელობა), 260-ე (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება), 338-ე (ქრთამის აღება),210ე (ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება ). 2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შესახებ გაცემული 98 სასამართლო განჩინების/პროკურორის დადგენილების მოქმედება შეაჩერა. 2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დააიდენტიფიცირა სასამართლოს მიერ გაცემულ 20 განჩინებაში ბუნდოვანება უზუსტობა, რომლის შესახებ ეცნობა შესაბამის ორგანოს. სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა გაგრძელდა შეჩერების საფუძვლისა და ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრის შემდგომ", - განაცხადა თოლორაიამ. მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული კომპანიების მხრიდან სამართალდამცავი ორგანოებისთვის ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაცემის შესახებ ინსპექტორის ინფორმირების ვალდებულების შესრულების მაჩვენებელი. 2019 წელს არ გამოვლენილა კომპანიების მიერ ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ან მონაცემთა დამუშავების პრინციპების დარღვევით დამუშავების ფაქტი.
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)