|
2020-06-17 12:55:26, 1341 ნახვა
საზოგადოება
ჭავჭავაძის გამზირზე საგზაო სამუშაოები სრულდება
ჭავჭავაძის გამზირზე, ავალიშვილის ქუჩიდან ვაკის პარკამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ასფალტის საფარის ბოლო ფენა იგება. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საგზაო სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება. „ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის ბოლო ფენის დაგება დაიწყო და ვაკის პარკამდე დარჩენილი საგზაო მონაკვეთი 22 ივნისისთვის დასრულებული იქნება. პარალელურად, გრძელდება ტროტუარების მოწყობა და გამწვანების სამუშაოები. ბოლო ეტაპზე კი მოხდება საგზაო მონიშვნების დახაზვა. ასევე, შეიცვლება განათების ბოძები და დამონტაჟდება LED სანათები. გამზირზე ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლებია გამოყოფილი, რათა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეუფერხებლად შეძლოს გადაადგილება. ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში გადაადგილების ყველაზე კომფორტული და პოპულარული საშუალება იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ. სარეაბილიტაციო არეალი 2.5 კილომეტრს მოიცავს. საერთო ჯამში, ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის საფარი 60 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება. პროექტის ფარგლებში, შეიცვალა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სანიაღვრე ქსელს. მოეწყო ბორდიური, ტროტუარი მოპირკეთდა ბუნებრივი ქვის ფილებით, გამზირზე ეწყობა ველობილიკიც. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შშმ პირთათვის გამზირის სრული ადაპტირება ხდება. გარე განათების ქსელი სრულად შეიცვალა, ელექტროსადენები კი მიწის ქვეშ განთავსდა. ასევე, დამონტაჟდა სახანძრო ჰიდრანტები, ნარჩენების შემკრები კონტეინერები, მოეწყო ახალი გაჩერებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი სპეციალური ზოლები. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს.
პროკურატურა – 2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია, ორ პირს ბრალდება წარედგინება
თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)