13:30 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-16 17:54:24, 1334 ნახვა

პოლიტიკა
გაბუნია - სახელმწიფო უწყებებიდან არავინ დამკავშირებია, არც გამოკითხვაზე ვარ დაბარებული

სახელმწიფო უწყებებიდან არავინ დამკავშირებია, არც გამოკითხვაზე ვარ დაბარებული , - ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარის"  ჟურნალისტმა,  გიორგი გაბუნიამ „ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ერთადერთი ადამიანი, ვინც მის უსაფრთხოებაზე, ზრუნავდა, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იყო.

„სახელმწიფო  უწყებებიდან მე რეალურად  არავინ არ დამკავშირებია, ერთადერთი ვინც შემიძლია ვთქვა ეს ასე იყო მაშინაც და ახლაც, რომელმაც მაშინაც შემომთავაზა, თუ დაცვა გჭირდებათ დაგინიშნავთო და ახლაც ნინო ლომჯარია პირადად დამიკავშირდა და მითხრა, რომ თუ რამე დაგჭირდა შენს გვერდით ვარო. სხვა მხრივ არანაირი კონტაქტი ჩემთან არავის არ ჰქონია, არც გამომძიებელს, არც გამოკითხვაზე ვარ დაბარებული" — განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე  სპეცოპერაციის დროს დააკავეს რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეკ ბოკოვი, მას ბრალი  სსკ-ის 362-ე მუხლით წაუყენეს, რაც ყალბი დოკუმენტების დამზადებას, შენახვას და გამოყენებას გულისხმობს.

 გუშინ ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა.  მან აღნიშნა, რომ ბოკოვი საქართველოში გიორგი გაბუნიას ლიკვიდირების საკითხზე იმყოფებოდა და ეს რამზან კადიროვის დავალებით იგეგმებოდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics