|
2020-06-16 10:47:06, 1220 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამა დაიწყო
საქართველოს ბანკის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და 500 startups-ის მხარდაჭერით, 500 Georgia აქსელერაციის პროგრამა დაიწყო. შერჩეულ 13 სტარტაპს უკვე აქვს შესაძლებლობა სხვადასხვა წარმატებული კომპანიის დამფუძნებლებთან და მენტორებთან ერთად იმუშაონ საკუთარი იდეების დახვეწაში. ამასთან, მოიძიონ ფინანსური რესურსი, მიიღონ საინტერესო ინფორმაცია მარკეტინგის, პროდუქტის დიზაინის, გაყიდვებისა და სხვა მათთვის საჭირო სფეროების შესახებ. აქსელერაციის პროგრამისთვის შეირჩა შემდეგი კომპანიები: Cardeal.ge; Cargon; CARU; FINMAP.online; Echolize; Intrro; LiveCaller; Phubber App; QCash.ge; Raccoon.Recovery; Stack; Tripcars.com; Wegotrip აქსელერაციის პროცესი დაყოფილია ორ ნაწილად. პროგრამა წარმოადგენს ინტენსიური და დისტანციური ტრენინგის კომბინაციას, რომელიც 10 თვის განმავლობაში ხორციელდება. სტარტაპერებს მოუწევთ შემდეგი ეტაპების გავლა:
„მოხარულები და ამაყები ვართ, რომ სწორედ საქართველოს ბანკის, როგორც კერძო სექტორის და ძლიერი ფინანსური ინსტიტუტის ჩართულობით უკვე დაიწყო აქსელერაციის პროგრამა. სტარტაპები იწყებენ იმ ძალიან საინტერესო გზას, რაც მათ მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, იმუშაონ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ვენჩურული კაპიტალის მქონე კომპანიასთან. ეს არის ქვეყნისთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენა და გვიხარია, რომ ამ პროექტს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად ვახორციელებთ. გვჯერა, რომ 500 Georgia ხელს შეუწყობს ნიჭიერი ანტრეპრენერების აღმოჩენას, დაეხმარება მათ წარმატებული კომპანიების შექმნაში, რაც საბოლოო ჯამში გლობალური ეკოსისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ მონაწილეებს ჩვენს თავს და ქვეყანას ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში. ინფორმაციისთვის, 500 Goergia-ს საქართველოს ბანკი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და 500 startups-ი ახორციელებს. შეთანხმება მხარეებს შორის 2020 წლის 20 თებერვალს გაფორმდა. 500 Startups ბიზნეს იდეის საწყის ეტაპზე ინვესტიციის მოზიდვის აქსელერატორია. გარდა თანაინვესტირებისა, 500 Startups ხელს უწყობს ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებას, მხარს უჭერს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის, ღონისძიების, კონფერენციის ორგანიზებას. 500 სტარტაპმა მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ინვესტირება მოახდინა 17 სტარტაპ კომპანიაში. მათ შორის არიან Credit Karma, Twilio, Canva, Grab, Gitlab, VTS, Bukalapak, The RealReal, Talkdesk, Knotel და Udemy.
აშშ-ირანის სამხედრო ესკალაცია: ჰორმუზის სრუტის კრიზისი და ირანული სამიზნეების დაბომბვა
ერთ-ერთ მედიკამენტზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა – დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები
თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)