|
2020-06-12 20:48:21, 1662 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ მახალდიანის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ვახტანგ მახალდიანის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლები იწვოდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 70-მდე მეხანძრე-მაშველი და 15 ერთეული ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ადგილზე შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში გამოცხადდა და ხანძრის ქრობა დაუყოვნებლივ დაიწყო. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ყველა ზომა. მიმდებარე საცხოვრებელი სახლებიდან ხალხი ევაკუირებულია. ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. მიმდინარეობს ინტენსიური სალიკვიდაციო სამუშაოები. ცეცხლი 4 საცხოვრებელ სახლშია გავრცელებული. იყო ხანძრის უფრო ფართო მასშტაბზე გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად, საფრთხე სრულად აღიკვეთა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 15 ჯგუფთან ერთად, იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, ასევე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)