|
2020-06-12 13:00:14, 2137 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა პირბადის ტარების სავალდებულო წესთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი დაუჭირა
პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, პირბადის ტარებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 73-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არც ერთი ყოფილა. კანონპროექტის თანახმად: იზოლაციის ან/და კარანტინის წესით განსაზღვრული დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას პირბადის ტარების წესის დარღვევა ან პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება - გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირისა − 500 ლარით. საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროპოლიტენით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევა - გამოიწვევს მგზავრის ან მძღოლის დაჯარიმებას 20 ლარით. ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევა - გამოიწვევს მგზავრის ან მძღოლის დაჯარიმებას 20 ლარით. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირისა − 10 000 ლარით. სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილების თანახმად, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის განმეორებით დარღვევისთვის გათვალისწინებულია უკვე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა - შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. ეს ნორმა არ შეეხება პირბადის ტარების წესის დარღვევას. ცნობითვის, აღნიშნლი რეგულაციები არ არის მუდმივი და მათი მოქმედების ვადა 15 ივლისამდე განისაზღვრა.
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)