15:20 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-12 11:19:11, 1862 ნახვა

საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილმა, გურიის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, შპს „ბლუბერის" ლურჯი მოცვის პლანტაცია დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, გურიის სახელმწიფო რწმუნებულთან, ზურაბ ნასარაიასთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯაში შპს „ბლუბერის" ლურჯი მოცვის პლანტაცია დაათვალიერა. 
პლანტაცია  16 ჰექტარზე, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით გაშენდა. კომპანია „ბლუბერი” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების - „დანერგე მომავალი”, შეღავათიანი აგროკრედიტი და აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა - ბენეფიციარია.  კომპანია სახელმწიფო პროექტებში 2016 წელს ჩაერთო. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 100 ათასი ლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო, აქედან, 96 600 ლარი ნერგებისთვის, რომელიც საფრანგეთიდან არის შემოტანილი, ხოლო 3380 ლარი - წვეთოვანი სისტემებისთვის.  წელს, საპროგნოზო მოსავალი, დაახლოებით, 80 ტონას შეადგენს. მოცვის კრეფის სეზონზე 150 -მდე ადგილობრივია დასაქმებული.
 „სახელმწიფო პროექტები მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა კენკროვანი კულტურების დარგის ასაღორძინებლად. დღეისათვის, ლურჯი მოცვის ფასი  13-15 ლარს შეადგენს, რაც მწარმოებლებისთვის საკმაოდ მაღალი შემოსავლის წყაროა; ასევე, მნიშვნელოვანი სტიმულია გააფართოონ ბაღები და მიიღონ მეტი მოგება. კენკროვან კულტურებზე მოთხოვნა, როგორც შიდა ბაზარზე, ასევე საექსპორტოდ, მზარდია. კენკროვანი კულტურები, უახლოეს სამ წელიწადში, გურიის სავიზიტო ბარათი იქნება”, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
„გურიაში ლურჯი მოცვი, ჯამში, 225 ჰექტარზეა გაშენებული. მიმდინარე წლის საპროგნოზო მოსავალი 250 ტონას შეადგენს. რეგიონში ბაღების გაშენების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. ბაღები შენდება როგორც დიდი, კომერციული დანიშნულების, ასევე მცირე ზომის, წვრილ ფერმერულ მეურნეობებში, ძირითადად სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, რომლებიც უშუალოდ ფერმერთა მხარდაჭერისთვის ხორციელდება. რეგიონი ერთ-ერთი მოწინავე გახდა კენკროვანი კულტურების წარმოების კუთხით, ათობით ჰექტარზე მიმდინარეობს მოცვის გაშენება”, - აღნიშნა ზურაბ ნასარაიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics