|
2020-06-11 14:46:10, 2320 ნახვა
საზოგადოება
ხონის დევნილთა დასახლებაში კულტურის სახლი და საბავშვო ბაღი გაიხსნა
ხონის დევნილთა დასახლებაში, კულტურის სახლისა და საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა. შესრულებული სამუშაოები დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა ვინსენტ დონტომ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ მოინახულეს და რეაბილიტირებული შენობები ოფიციალურად გახსნეს. კულტურის სახლისა და საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული ფართომასშტაბიანი პროექტის ნაწილია, რომელიც აღნიშნული შენობების სხვადასხვა ინვენტარით, მათ შორის ავეჯით, მუსიკალური ინსტრუმენტებითა და წიგნებით აღჭურვასაც ითვალისწინებს. ხონის #2-ე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ერთ-ერთი პირველია იმ 10 საბავშვო ბაღს შორის, რომლებიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით დევნილთა დასახლებების მიმდებარედ რეაბილიტირდება და აშენდება. დევნილთა საგანმანათლებლო და სოციალური ინტეგრაციის ხელშესაწყობად ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაგეგმვისას მაქსიმალურად არის გათვალისწინებული დასახლებებში არსებული საჭიროებები. გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელიც 2021 წელს დასრულდება, დევნილთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობასთან ერთად, მათ გრძელვადიან განსახლებას, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო გაძლიერებას ითვალისწინებს. პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC) საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს.
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)