|
2020-06-10 11:51:30, 2180 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით მუნიციპალიტეტი 300 ერთეულ მიკროავტობუსს შეისყიდის
თბილისის მერია 300 ერთეულ მიკროავტობუსს კვლავ შეისყიდის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი პროექტების დროებით შეჩერება მოუწია, თუმცა ეტაპობრივად, ყველა პროექტის განხორციელება გაგრძელდება. „საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, როგორც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე და ბიზნესსექტორი დაზარალდა, ასევე, ზიანი მოგვადგა ჩვენ. წლის დასაწყისში ბევრი პროექტის განხორციელებას ვგეგმავდით და ეს წელი ჩვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე, განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო. არსებულ ვითარებაში პროექტების დროებით შეჩერება და პრიორიტეტების გადანაწილება მოგვიწია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს პროექტები არ განხორციელდება - უბრალოდ დროში გადაიწევს. ყველა ტენდერის გამოცხადებას ვაპირებთ, მაგრამ ხელშეკრულებას ჯერ არ გავაფორმებთ. დაველოდებით, როგორ წარიმართება არსებული ვითარება. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გამოსწორდება და ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, შემოსავლების შემოდინება ძალიან სწრაფად მოხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს მადლობა გადაუხადა, რადგან ცენტრალური ბიუჯეტიდან თბილისის ბიუჯეტს დამატებითი ტრანსფერის სახით, თანხა გამოეყოფა. „დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტს დაახლოებით, 150 მლნ ლარზე მეტი დააკლდა. ეს ყველაფერი ძალიან ცუდია და აისახება იმ პროექტებზე, რომლის განხორციელებაც უკვე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ისე გავაკეთებთ, რომ ცოტა მოგვიანებით დავიწყოთ. ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ჩვენ შევაჩერეთ, იყო მიკროავტობუსების შეძენა. შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოცხადებული იყო. იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება და მიკროავტობუსები ამ პოლიტიკის კომპონენტია. მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს, რადგან კონსულტაციები გვქონდა და ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის სახით, დამატებითი თანხების მიღების შესაძლებლობა მოგვეცა. ამ თანხებს მიკროავტობუსების შესაძენად გამოვიყენებთ. მუნიციპალიტეტი 300 ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვაზე ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. ეს მოხდება პირველ ეტაპზე და შემდგომში მიკროავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)