13:02 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-08 16:23:05, 3120 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება - 8 მარტის შეთანხმება შესრულებულად, ვერ ჩაითვლება, სანამ გიორგი რურუა საპატიმროში რჩება

ოპოზიციური პარტიები მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეასრულოს 8 მარტს აღებული ვალდებულებები.

ამის შესახებ პარტიების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

მათი განცხადებით,  სამართლებრივი ფიასკოს ფონზე, მიმდინარეობს მიზანმიმართული სახელისუფლებო კამპანია გიორგი რურუას დისკრედიტაციის მიზნით.

„8 მარტს, აშშ-სა და ევროკავშირის დიპლომატიური მისიების თანამონაწილეობით მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, რომ რეაგირებას მოახდენდა იმ ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია.

ასევე შევთანხმდით, რომ მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული. საქართველოს პრეზიდენტის მიერ, 15 მაისს პოლიტიკური პატიმრების, გიორგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლება, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო შეთანხების პირობების შესრულების თვალსაზრისით.

ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ 8 მარტის შეთანხმების ყველა კომპონენტის შესრულება და  საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ქვეყანაში შესაძლო პოლიტიკური კრიზისის თავიდან ასარიდებლად. ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც საპარლამენტო წარმომადგენლობა აქვთ, კვლავაც მზად არიან მხარი დაუჭირონ შეთანხმებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუ შეთანხმების ყველა პუნქტი შესრულდება. შეთანხმება ვერ ჩაითვლება შესრულებულად, სანამ საპატიმროში რჩება პოლიტიკური პატიმარი, გიორგი რურუა.

სამართლებრივი ფიასკოს ფონზე, მიმდინარეობს მიზანმიმართული სახელისუფლებო კამპანია გიორგი რურუას დისკრედიტაციის მიზნით.

ჩვენს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს, სამართლებრივი ფიასკოს ფონზე მიმდინარე მიზანმიმართული სახელისუფლებლო კანპანია გიორგი რურუას დისკრედიტაციის მიზნით, რომელსაც ხელისუფლებისგან მართულმა მედია საშუალებებმა უკანასკნელ დღებში წარმოიწყეს.

აშკარაა, რომ ადგილი აქვს მორიგ ჯერზე სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზაციის მცდელობას. ეს კი, პირდაპირ ეწინააღმდეგება 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთებას და საფრთხეს უქმნის შეთანხმების საფუძველზე შემდგარ პოლიტიკურ კონსესუსს.

გვსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ხელისუფლებას, შეასრულოს 8 მარტს აღებული ვალდებულებები, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს მოემზადოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ნაკლებლად პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში და განამტკიცებს ჩვენს დემოკრატიულ სისტემას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი პოლიტიკური პარტიები:

გირჩი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ევროპული საქართველო

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია

ახალი საქართველო

რესპუბლიკური პარტია

ლელო

ლეიბორისტული პარტია

სახელმწიფო ხალხისთვის

ერთიანი საქართველო

გამარჯვებული საქართველო

ევროპელი დემოკრატები

ქრისტიან-კონსერვატული პარტია

სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის

თავისუფალი დემოკრატები





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics