|
2015-08-25 19:27:43, 766 ნახვა
ეკონომიკა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო შეიქმნება
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში დღევანდელ მთავრობის სხდომაზე კიდევ ორი ახალი საწარმოს პროექტი დამტკიცდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კომპანიების შესახებ ინფორმაცია მთავრობის წევრებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, 400 ადამიანი დასაქმდება კომპანია „ჯეო ემპექსის“ საწარმოში, რომელიც საფეიქრო, ტექსტილის პროდუქციას გამოუშვებს. საწარმოს შესაქმნელად „ჯეო ემპექსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა თბილისში, ნინუას ქუჩა N3-ში მდებარე 5312.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები. გადაცემული ქონების ღირებულება 812 086 ლარს შეადგენს. კომპანია საწარმოს შესაქმნელად 4 872 516 ლარის ინვესტიციის განხორციელებასა და პროდუქციის წლიური მოცულობის (პალტოები, ლაბადები და ანალოგიური ნაწარმი) 120 000 ერთეულამდეგაზრდას გეგმავს. ასევე 100-მდე ადამიანი დასაქმდება არაძვირფასი ლითონების და მათი ნაწარმის საწარმოში, რომელიც სახელმწიფო პროგრამის ხელშეწყობით ჭიათურაში ამოქმედდება. ამისთვის შპს „ბეიექსს“ ასევე სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცა ქალაქ ჭიათურაში, საჩხერის გზატკეცილზე მდებარე 13573.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები, რომელთა საერთო ღირებულება 149 300 ლარს შეადგენს. კომპანია ვალდებულია საწარმოს შესაქმნელად არანაკლებ 597 200 ლარის ინვესტიცია განახორციელოს.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)