2020-06-05 16:08:14, 2745 ნახვა
საზოგადოება
ლავასოღლის მხარდამჭერები სარფის გზისკენ მსვლელობას აწყობენ - ისინი გზის გადაკეტვას აპირებენ
მინდია ლავასოღლის მხარდამჭერები სარფის გზისკენ მსვლელობას აწყობენ.
როგორ ცნობილია, აქტივისტები გზის გადაკეტვას აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ მომიტინგეები რამდენიმე დღეა ითხოვენ, რომ ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირება განხორციელდეს.
აქციის მონაწილეთა ნაწილი ხუთი დღეა შიმშილობს, რამდენიმეს კი, პირი აქვს ამოკერილი.
ცნობისთვის, ლავასოღლის ექსტრადიციის მოთხოვნით, მისი ოჯახის წევრებმა აქცია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთხელ გამართეს. 2020 წლის იანვარში, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირების თაობაზე თურქეთის იუსტიციის სამინისტროს ჯერ კიდევ 2018 წლის 27 ნოემბერს მიმართა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან