|
2020-06-05 13:20:11, 2983 ნახვა
პოლიტიკა
სომხური-ქართული საპარალემნტთაშორისო მეგობრული ჯგუფის თავმჯდომარე ქართულ მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
სომხური-ქართული საპარალემნტთაშორისო მეგობრული ჯგუფის თავმჯდომარე, ლენა ნაზარიანი „ფეისბუკზე“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ქართულ მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო ქართველო პარტნიორებო, როგორც სომხურ-ქართული პარლამენტთაშორისი მეგობრული ჯგუფის თავმჯდომარე, გამოვხატავ ჩემს მადლიერებას ჩემი კოლეგებისა და ქართველი ხალხის მიმართ ამ რთულ მომენტში მათი მხარდაჭერის გამო. ჩვენმა საყვარელმა ქართველმა და სომეხმა ხალხმა ათასწლეულების განმავლობაში მრავალი გამოწვევა გადალახა და მე დარწმუნებული ვარ ამ უხილავ მტერზე, კორონავირუსზე, გამარჯვებასაც ერთად ვიზეიმებთ. დიდი მადლობა!“, - წერს ნაზარიანი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სომხეთს COVID-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო სოლიდარობა გამოუცხადა და საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გამოთქვა დახმარების აღმოჩენის მზაობა.
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)