18:27 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-04 10:30:53, 1136 ნახვა

საზოგადოება
Mazilla.ge-ს შესაძლოა, თაღლითები მართავდნენ - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკი სავარაუდო თაღლითობასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს.

მათი განცხადებით, ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც მოსახლეობას სესხის აღებისთვის შუამავლობას სთავაზობს, შესაძლოა, თაღლითების მიერ იმართებოდეს. საუბარია კომპანია Mazilla.ge-ზე.

„Mazilla.ge არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. აღსანიშნავია, რომ დეტალური და პერიოდულად განახლებადი ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ, ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, სებ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ფინანსური და პირადი მონაცემების ინტერნეტ სივრცეში გამოყენების დროს. რეგულატორის განცხადებით, ბოლო პერიოდში გახშირდა თაღლითების მიერ ყალბი ვებგვერდების საშუალებით ფინანსური ინსტიტუტების მომხმარებლების პირადი მონაცემების მოპარვის ფაქტები.

„საუბარია ისეთი მონაცემების მოპოვებაზე, რომელთა საშუალებით შესაძლებელია მომხმარებლის ფულად სახსრებზე წვდომის და ინტერნეტ-გადახდების განხორციელება. ასეთ მონაცემებს მიეკუთვნება საგადახდო ბარათის ნომერი და მისი უსაფრთხოების სამნიშნა კოდი, რომელიც დატანილია ბარათის მეორე გვერდზე, ასევე ინტერნეტ-ბანკის, მობილური ბანკის, ელექტრონული საფულის მომხმარებლის სახელი, პაროლი და უსაფრთხოების კოდი. აღნიშნული მონაცემების ხელში ჩაგდებით თაღლითები არასანქცირებულ გადარიცხვებს ახორციელებენ“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics