|
2020-06-02 19:28:50, 1272 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა მონაწილეობა მიიღო BRITACOM-ის ონლაინ კონფერენციაში
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ მსოფლიოს სხვადასხვა საგადასახადო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირთან, ასევე საერთაშორისო საგადასახადო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო BRITACOM-ის ვიდეო კონფერენციაში, რომელიც COVID-19-ით გამოწვეულ გლობალურ ცვლილებებს და მისგან გამომდინარე საგადასახადო გამოწვევებს მიეძღვნა. შეხვედრის მონაწილეებმა (179 მონაწილე) Covid-19-ის პირობებში საგადასახადო ადმინისტრაციების დღის წესრიგში არსებული გამოწვევები, გადასახადის გადამხდელთა ხელშეწყობის მიზნით შემოღებული შეღავათები და აქტიური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში, ლევან კაკავამ საგადასახადო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს კრიზისიდან გამოსვლისა და საგადასახადო ტვირთის შემსუბუქების მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილებების, ასევე, უწყების საქმიანობის შესახებ ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა. „საქართველოს მთავრობის მიერ, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, შემუშავდა მიზნობრივი სოციალური დახმარების პაკეტი. სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით, განხორციელდა საშემოსავლო გადასახადის გადახდის სუბსიდირება. ამასთან, ყველა გადასახადის გადამხდელს, რომელიც დაზარალდა პანდემიის შედეგად, გადაუვადდა საშემოსავლო და ქონების გადახდის ვალდებულება. ამოქმედდა დღგ-ის ავტომატური დაბრუნების კიდევ უფრო გამარტივებული და სწრაფი მექანიზმი, რაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, - აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა. შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ თავის გამოსვლაში მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს გაწეული მხარდაჭერისთვის. ,,მინდა აღვნიშნო და მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც ყველა შესაძლო საშუალებით გვეხმარებიან, კრიზისის დაძლევასა და ეპიდემიის უარყოფითი შედეგების აღმოფხვრაში“, - განაცხადა ლევან კაკავამ. შეგახსენებთ, რომ BRITACOM-ი წარმოადგენს „სარტყელი და გზის ინიციატივის“ წევრი ქვეყნების ასამდე საგადასახადო ადმინისტრაციის გაერთიანებას, ხოლო მრჩეველთა საბჭოს წევრები წამყვანი საერთაშორისო საგადასახადო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები და ექსპერტები არიან. ვიდეო კონფერენციაში შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია და ამავე დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)