12:51 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-02 12:40:07, 1209 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - გარკვეული პარტიული რადიკალური განცხადებები ხალხის თვალში აზიანებს ერთობას - ერთიანობის დარღვევას არ დავუშვებ

მთავარი არ არის რა უნდა გიორგი ვაშაძეს, მთავარია რას სჭირდება დღეს საქართველოს, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გარკვეული პარტიული რადიკალური განცხადებები ხალხის თვალში აზიანებს  ერთობას.

მე სასწრაფოდ ჩამოვედი რეგიონიდან, სადაც უამრავ ხალხთან მქონდა შეხვედრა. მათ ნომერ პირველი პრობლემა აქვთ გაჭირვება და შიმშილი. მეორე, რისი იმედიც აქვთ, ეს არის ჩვენი ერთიანობა, ურღვეობა და ერთიანი ბრძოლის ფრონტი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ რაღაც გარკვეული პარტიული რადიკალური განცხადებები აზიანებს ხალხის თვალში ამ ერთობის. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის და არ დავუშვებ ერთიანობის დარღვევას. გამარჯვება არის ერთიანობაში. ძალა არის ერთიანობაში. ჩვენს მტერს ყველაზე მეტად აშინებს ჩვენი ერთიანობა. ვსაუბრობ როგორც „ძალა ერთობაშიას“ როგორც ერთიანი ბლოკის ერთიანობაზე, რომლისთვისაც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იქნება თუკი კიდევ გაფართოვდება და კიდევ მეტი პოლიტიკური ჯგუფები შემოუერთდებიან. ასევე ვსაუბრობ ოპოზიციის თანამშრომლობაზე, იქნება ეს მაჟორიტარული ოლქების კუთხით, არჩევნების გაყალბების კუთხით, რადგან 8 მარტს რასაც ჩვენ მივაღწიეთ, მივაღწიეთ ოპოზიციის ერთიანობით. 2018 წელს, როდესაც ჩვენ არჩევნების პირველ ტურში გავიმარჯვეთ, გავიმარჯვეთ სწორედ ერთიანი ძალისხმევით. აქედან გამომდინარე, პოლიტიკაში მოსვლის დღიდან ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი კულუარული გადაწყვეტილებების და ყოველთვის მომხრე ვიყავი საჯაროობის, აბსოლუტურად ყველა საკითხში. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს თანამდებობას და პოზიციას. ჩემთვის პირადად, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გულისთვის მთავარი არის ის აღმშენებლობის პროცესი, რომელიც უნდა დავიწყოთ ყველამ ერთად საქართველოში, რომ ამ უზარმაზარი, უკიდეგანო პრობლემებიდან გამოვიყვანოთ ქვეყანა.

რაც შეეხება პრემიერობის საკითხს, გულწრფელად გეტყვით, გუშინ ძალიან გამიკვირდა რადიკალური განცხადებები. ერთი მხრივ საუბარია, რომ არ განგვიხილავთ, მეორე მხრივ რადიკალური განცხადებები. მე ჩემი კანდიდატურა არ დამიყენებია პრემიერობაზე გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში. ეს იყო გარკვეული მოსაზრებები ადამიანების, რომლებმაც გამოთქვეს ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა და დავამშვიდო, რომ ვერც ერთ შემთხვევაში დისონანსს, თუნდაც ასეთი განცხადებები, ვერ შეიტანს ერთიანობაში. საქართველოს გამარჯვება არის ერთიანობაში, ძალაში, რომელიც ჩვენ უნდა გავაერთიანოთ. ვფიქრობ, რომ „ძალა ერთობაშია“ პოლიტიკურ ბლოკს აუცილებლად უნდა ყავდეს პრემიერობის კანდიდატი და აუცილებლად უნდა დაასახელოს გუნდიც, რადგან ხალხი ხმას აძლევს კონკრეტულ დაპირებებზე პასუხისმგებელ ადამიანებსაც. ყველაფერი გარკვეული უნდა იყოს და ამას ყველა დასავლური საარჩევნო კამპანია გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

  




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ევროკავშირის დაფინანსება საქართველოში გაუმჭვირვალეა
საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესის შესახებ შეხვედრა გაიმართა
მედია - რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა
ბაზისბანკის მხარდაჭერით პანექსი საქართველოში პირველ პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებს აწარმოებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics