|
2020-06-01 17:10:09, 1599 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი - დღეს ისეთი რთული იყო ლოცვა, მეგონა ვერ შევძლებდი, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
„დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა. დიდება უფალს და მადლობა უფალს! მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება“, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა. პატრიარქმა სრულიად საქართველოს წმინდა ნინოს დღესასწაული მიულოცა. „გილოცავთ ნინოობას. წმინდა ნინოს დღესასწაულს. ვთქვათ ერთად ტროპარი წმინდა ნინოსი: ,,სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანა მოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის” წმინდა ნინო განსაკუთრებული მფარველია საქართველოსი. დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა. დიდება უფალს და მადლობა უფალს! მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება. წმინდა ნინო არის მოციქულების ლოცვის გამგრძელებელი; წმინდა ნინო არის საოცარი სასწაულთქმოქმედი; ჩვენ ყველაფერს გვიკეთებს წმინდა ნინო და ჩვენ ვმადლობთ მას. წმინდა ნინოს დღესასწაული ორჯერაა წელიწადში. ერთი ზამთარში და ერთი გაზაფხულზე დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი! დღეს მთელ საქართველოში აღავლენენ ლოცვებს წმინდა ნინოზე, ჯგუფი წამოვიდა წმინდა ნინოს გზაზე, ღმერთმა მშვიდობით მოიყვანოს. წმინდა ნინო განსაკუთრებით მფარველია. მე მინდა მოგიყვეთ, გაგახსენოთ ეს შემთხვევა მოხდა ჩვენს ოჯახში. უფროსი ძმა თეიმურაზი იყო ავადმყოფი და იწვა. ოთახში მეტი არავინ არ იყო. ჩემი ძმა იყო მწოლიარე და მე ვიყავი და თეიმურაზი მეუბნება მე: - ირაკლი! -რა მეთქი? -და შეხედე ვინ მოვიდა ჩვენთანო. -ვინა მეთქი -და წმინდა ნინოო. წმინდა ნინო მოვიდა ჩვენთანო. სხვა შემთხვევებიც იყო მრავალი, როდესაც წმინდა ნინო ხილულად გვეხმარებოდა. ასე რომ, წმინდა ნინო მიცნობს და მეც ვიცნობ წმინდა ნინოს. შეგეწიოთ წმინდა ნინოს ლოცვა-კურთხევა. აი დღეს, როცა ასეთი რთული პერიოდია, როცა უჭირს ხალხს სულიერად, სთხოვეთ: წმინდაო ნინო, მოციქულთასწორო დედაო ნინო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის. ჩვენთან არს ღმერთი დალოცვილი და გახარებული იყავით, წმინდა ნინო შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს! ამინ!“-განაცხადა პატრიარქმა.
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)