12:50 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-31 14:32:57, 1619 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ს ელჩმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს პოლიციის დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრა გამართა.

ელჩმა შინაგან საქმეთა მინისტრს ქართული პოლიციის დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა აშშ-ის ელჩს მადლობა გადაუხადა ახალი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლაში აღმოჩენილი დახმარებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დანაყოფებისთვის პერსონალური დაცვის აღჭურვილობის გადაცემისთვის.

თავის მხრივ, კელი დეგნანმა ხაზგასმით აღნიშნა კოვიდ-19-თან ბრძოლის პროცესში ქართველი სამართალდამცველების მიერ გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განხორციელებული ეფექტიანი ღონისძიებებისთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, განიხილეს რუსეთის ბოლოდროინდელი განცხადებები რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრთან დაკავშირებით და უკანასკნელ პერიოდში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქართული სოფლების მიმდებარე ტერიტორიებზე განახლებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics