|
2020-05-31 10:30:02, 1186 ნახვა
საზოგადოება
ბათუმი ევროპის ყველაზე უსაფრთხო მიმართულებების ტოპ ათეულშია
ბათუმი ევროპის ყველაზე უსაფრთხო მიმართულებების ტოპ ათეულშია. ევროპის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებაზე European Best Destinations-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში საქართველოს ორი ქალაქი, თბილისი და ბათუმი მოხვდა. ისინი Covid 19-ის თვალსაზრისით, ყველაზე უსაფრთხო მიმართულებების TOP-10-ში არიან. ცნობილმა სამოგზაურო ორგანიზაცია - European Best Destinations რომელიც მილიონობით მოგზაურს, მსოფლიოში წამყვან მედია პლატფორმებს და ტურისტულ ორგანიზაციებს აერთიანებს საქართველოს კორონავირუსისგან უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნია, თბილისი და ბათუმი ევროპაში სამოგზაუროდ 20 უსაფრთხო ქალაქს შორის დაასახელა. „ბათუმი არაჩვეულებრივი ტურისტული მიმართულებაა, რომელიც მოგონებებით აღსავსეს დაგტოვებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში. შეუძლებელია ბათუმში მოიწყინო. აქ შეგიძლიათ დატკბეთ სანაპიროებით, ბუნებით, შოპინგით, კულტურით, გასტრონომიით, ღვინის ტურიზმითა და უნიკალური ღირსშესანიშნაობებით ბავშვებისა და ზრდასრული ადამიანებისთვის. ბათუმი, უსაფრთხოა არამხოლოდ კორონავირუსის თვალსაზრისით არამედ კრიმინალის დონე 5-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე ევროპული ქვეყნების დედაქალაქებში. ბათუმი ულამაზესი პეიზაჟების, ძლიერი კულტურისა და ლეგენდარული სტუმართმოყვარეობის ბრწყინვალე ნაზავია. ეს არის აჭარის რეგიონის მთავარი და საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი. ეს ულამაზესი ქალაქი გეპატიჟებათ, რათა განიცადოთ როგორც ისტორიული უძველესი ადგილების კონტრასტი, ასევე თანამედროვე ცხოვრების წესი", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. European Best Destinations-ის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებებად დასახელებულია: ვარშავა, ვენა, ვილნიუსი, რიგა. European Best Destinations-ი არის ევროპის წამყვანი დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა ევროპაში კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)