13:43 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-28 12:50:51, 1021 ნახვა

საზოგადოება
გიორგი გახარია - შენება არც ერთი წამით არ უნდა შეჩერდეს

ეს კონკრეტული პროექტი, რომელიც დაიწყო 2008 წლამდე, ვერ განხორციელდებოდა, რომ არ ყოფილიყო ფონდ „ქართუს" დახმარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „აქსის თაუერსში", დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სიმბოლურია, რომ ამ პროგრამის წარდგენა ხდება აქსის თაუერში, შენობაში, რომელიც დაიწყო 2008 წლამდე.

„სიმბოლურია, რომ ჩვენ ამ პროგრამას წარვადგენთ აქ, ამ შენობაში, რომელიც დაიწყო 2008 წლამდე და 2008 წლის კრიზისის შემდგომ ეს სექტორი იყო აბსოლუტურად მიგდებული. ერთეული კომპანიები არიან, რომლებმაც გაუძლეს მაშინდელ კრიზისს სამშენებლო კომპანიების გარდა ჩვენი მოქალაქეებიც იყვნენ მიგდებულები, რომლებსაც იმედი ჰქონდათ, რომ ბინას იშენებდნენ და საცხოვრებელ პირობებს გაიუმჯობესებდნენ. ეს იყო ათასობით ადამიანი. 2012 წლის შემდგომ მთავრობა წლების განმავლობაში ვცდილობდით ამ პრობლემის მოგვარებას. თქვენ ყველას კარგად გახსოვთ პირველი  პროგრამა, რომელიც იყო 2008 წლამდე გაცემული სამშენებლო ნებართვებისთვის დღგ-ს შეღავათების გაკეთება და მაშინ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი გაცოცხლდა. შემდეგ მერიამ დაიწყო თავისი  პროგრამები, 2013 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებით და აქ ათასობით ადამიანმა შეძლო საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და რაც მთავარია, ისტორიის მქონე სამშენებლო კომპანიებს მიეცათ შესაძლებლობა, გაცოცხლებულიყვნენ და გაეგრძელებინათ მუშაობა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს კონკრეტული პროექტი, რომელიც დაიწყო 2008 წლამდე, ვერ განხორციელდებოდა, რომ არ ყოფილიყო ფონდ „ქართუს" დახმარება. ეს არის იმის დამადასტურებელი, რომ შენება უნდა გაგრძელდეს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მშენებლობა და ამ ქვეყნის შენება უნდა გაგრძელდეს. საბოლოო ჯამში, შენება არ უნდა შეჩერდეს არც ერთი წამით, რასაც ჩვენ ვცდილობთ და ვაკეთებთ. მოგეხსენებათ, პარალელურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად პანდემიისა, არც ერთი სისტემური პროექტი არ გაჩერებულა.

ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იმ კომპანიების წინაშე, რომლებმაც გამოიარეს 2008 წლის უმძიმესი კრიზისი, იმ ჩვენი მოქალაქეების წინაშე, რომლებმაც გამოიარეს 2008 წლის კრიზისი და დღემდე ებრძვიან რეალობას, რომ მიიღონ, ის რაც ეკუთვნით და იმედია, უახლოეს პერიოდში, ერთობლივად ჩვენ ამას შევძლებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთს თავს დაესხა 50 დრონი, დაზიანდა ელექტრო ქვესადგურები, გაჩნდა ხანძარი ნავთობის საცავში
მედია - სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, თუ სად გაივლის სახელმწიფო საზღვარი
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია - მოვითხოვთ, რომ მთავრობამ ზედმიწევნით დაიცვას გამოხატვის თავისუფლება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics