|
2020-05-27 17:35:44, 1369 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - დღეს პოლიტიკური კრიზისის დასრულების ყველაზე ობიექტური სურვილი ხელისუფლებას აქვს
პოლიტიკური პროცესი დასრულდება მაშინ, როდესაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი დადგება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკური კრიზისის დასრულების ყველაზე ობიექტური სურვილი დღეს ხელისუფლებას აქვს. „ბატონო გიგა, ლობისტებთან დაკავშირებით თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ეს რჩევაა თუ ჩვენება საერთოდ ღიმილის მომგვრელია, თუმცა გავითვალისწინებ. პოლიტიკური კრიზისის დასრულების ყველაზე ობიექტური სურვილი დღეს ვინმეს თუ აქვს, ეს არის ხელისუფლება. ეს უბრალოდ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. ხელისუფლება ამ ნაბიჯებს დგამს. შესაბამისად, პოლიტიკური კრიზისის დასრულება არის ჩვენი გუნდის, ამ ხელისუფლების უპირველესი ამოცანა. ჩემთვის საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობს. არსებობს სასამართლო სისტემა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილებები. ერთი გადაწყვეტილება მიიღო ადამიანთა მიმართებაში, რომელიც შტურმისკენ მოუწოდებდა და პარლამენტის ამ შტურმში იღებდა მონაწილეობას. ზოგიერთ ბევრ თქვენგანსაც ვხედავდი ამ პროცესში. მეორე ადამიანმა უბრალოდ ბიუჯეტიდან მოიპარა კონკრეტული რაოდენობის კონკრეტული თანხა. შემდგომ პრეზიდენტმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო და ამით დამთავრდა პროცესი. პოლიტიკური პროცესი დასრულდება მაშინ, როდესაც ამ პოლიტიკური შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების საკითხი დადგება, იქ გამოჩნდება ვინ როგორ პოზიციას დაიჭერს და ვინ არის ამ პოლიტიკური კონსენსუსი, მშვიდობის, ნორმალური არაპოლარიზებული სააღცევნო გარემოს მომხრე და ვინ დგამს ნაბიჯებს პირიქით, დესტაბილიზაციისა და პოლარიზაციის მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა.
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)