22:47 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-26 11:55:34, 1170 ნახვა

საზოგადოება
გახარია - ყველა თაობას საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ბრძოლისთვის თავისი გმირი ჰყავდა, ჩვენ მათ უდიდესი პატივი უნდა მივაგოთ

საქართველო დღეს თავისუფალია და ეს გმირების დამსახურება, მაგრამ ჩვენი დამსახურება უნდა იყოს რომ საქართველო გახდეს წარმატებული და ეფექტური სახელმწიფო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ შეძლო პანდემიის რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა.

„ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ერთად ვებრძვით გლობალურ პანდემიას. ყველას უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა ჩვენს მოქალაქეებთან ერთად შეიტანა ამ პანდემიის წარმატებულ მართვაში. დღეს საქართველომ შეიძლება თქვას და განვაცხადოთ, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და მისი ეფექტური მართვა. 102 წლის წინ, როდესაც ეროვნულმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, მას შემდეგ ჩვენი ქვეყნის ბევრი თაობები დამოუკიდებლობის განხორციელებისთვის იბრძოდნენ, შრომობდნენ. ზოგიერთმა მათგანმა და ბევრმა ამ ბრძოლას სიცოცხლე შესწირა.

ყველა თაობას საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობის ბრძოლისთვის ჰყავდა თავისი გმირი. ჩვენ უდიდესი პატივი უნდა მივაგოთ ამ ადამიანებს და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მათი სახელები. საქართველო დღეს თავისუფალია და ეს არის მათი დამსახურება, მაგრამ ჩვენი დამსახურება უნდა იყოს რომ საქართველო გახდეს წარმატებული და ეფექტური სახელმწიფო. დღეს საქართველოს ჯარს ამ ფუნქციის, ამ მისიის, შესრულებაში უდიდესი როლი აქვს“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics