|
2015-08-23 10:29:23, 791 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის გენერალური მდივანი იმყოფება
24-25 აგვისტოს თბილისში დაგეგმილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) დამფუძნებელი ქვეყნების წარმომადგენელთა ფორუმის ფარგლებში საქართველოში იმყოფება ბანკის გენერალური მდივანი ჯინ ლიქუნი, რომელმაც პირველი ორმხრივი შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან გამართა. შეხვედრას აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის სათაო ოფისის წარმომადგენლები, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - მიხეილ ჯანელიძე და ირმა ქავთარაძე ესწრებოდნენ. „აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს გავაცანით ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც შეიძლება დააფინანსოს ბანკმა. მათი მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, რომ ასევე მხარს დაუჭერენ საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა მიმართულებებს. აღსანიშნავია, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც დაფინანსდება აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მიერ“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. საქართველო აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანაა. ბანკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, ასევე ინვესტირება ინფრასტრუქტურასა და წარმოებაში. ბანკი 57 ქვეყნის მიერ არის დაფუძნებული და მისი საწესდებო კაპიტალი 100 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ბანკის 30% წილის მფლობელი ჩინეთია.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)