20:23 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-27 15:04:12, 260 ნახვა

ქუცნაშვილი პარლამენტში ვაზაგაშვილების საქმეების განხილვას მოითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტში იური და ზურაბ ვაზაგაშვილების საქმეებთან  დაკავშირებით დახურულ რეჟიმში საკომიტეტო მოსმენა აუცილებელია.
მისივე თქმით, იურიდიული კომიტეტის ყველა წევრი თანახმა იყო, რომ პარლამენტში, დახურულ სხდომაზე პროკურატურისა და შსს–ს წარმომადგენლებისთვის  მოესმინათ.
„პარლამენტში მოწვეულები უნდა იყვნენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები და იურიდიული კომიტეტის დახურული სხდომა ჩატარდეს. ჩვენ გვაქვს სამართლებრივი ხასიათის შეკითხვები,  რა ობიექტური მიზეზები განაპირობებდა გამოძიების ასე გაუმართლებელ ვადებში გაჭიანურებას“, – აღნიშნა ქუცნაშვილმა.
ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის ვახტანგ ხმალაძის ინფორმაციით, პარლამენტში ვაზაგაშვილების საქმეებთან დაკავშირებით დახურულ რეჟიმში საკომიტეტო მოსმენა აღარ გაიმართება.
ხმალაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული საქმეების განხილვა კომიტეტის დახურულ სხდომაზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მიზანშეუწონელია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე
გიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics