|
2020-05-22 16:28:21, 1646 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი გოცირიძეს - თქვენი გადაწყვეტილებებიდან ჩანს, როგორ დადიხართ პოლიტიკურად გალაწუნებული
„რაც შეეხება გალაწუნებას, მე თქვენ ამას არ გაკადრებთ, თუმცა, პოლიტიკურად როგორ დადიხართ გალაწუნებული, ჩანს თქვენი გადაწყვეტილებებიდან“, - ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს პლენარულ სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვისას. ოხნაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგას ურჩია ასეთი ტერმინოლოგიით არ ისაუბროს. „თქვენ გუშინ გამობრძანდებით და ისაუბრებთ კანონპროექტის არაკონსტიტუციურობაზე, საღამოს კი, კენჭისყრის დროს მხარი დაუჭირეთ ჩვენს მიერ წარმოდგენილ პროექტს. თქვენმა კოლეგამ თინა ბოკუჩავამ, ამას არ დაუჭირა მხარი. ჩამოყალიბდით, ხომ არ გაემიჯნეთ ერთმანეთს, სხვადასხვა პოზიციებს ხომ არ აფიქსირებთ, რომ ვიცოდეთ ჩვენც და ჩვენმა საზოგადოებამაც. თუ ქუჩაში გინდათ რომ გავიდეთ და საზოგადოებას ვკითხოთ აზრი, გთავაზობთ გავიაროთ ქუჩაში, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მოგვიწევს ჩვენი საზოგადოების დამშვიდება და დაწყნარება იმისათვის, რომ რეაქციები არ ჰქონდეთ თქვენს ასეთი უტაქტო გამონათქვამებზე“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა. მისივე თქმით, მმართველი გუნდი არ აყვება სპეკულაციებს და გააგრძელებს საზოგადოების მნიშვნელოვანი საქმის კეთებას. „ჩვენ კიდევ ბევრჯერ ჩავაბარებთ ტესტს იმაში, რომ დავიცვათ ეფექტიანად ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. შესაბამისად, კანონი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ მაქსიმალურად დაბალანსებულია, თანაზომიერია, პროპორციულია და უზრუნველყოფს ერთ უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ მიზანს, რომელიც შესაძლებელია თქვენთვის არ არის მნიშვნელოვანი და ეს არის საზოგადოების ჯანმრთელობა. ამიტომ, მოეშვით პოლიტიკურ სპეკულაციებს. რაც შეეხება შეკვეთებს ბატონო რომან, როგორც ჩანს თქვენ შეკვეთების რიტორიკას არ ცვლით. ბატონი მერაბიშვილი რას უკვეთავდა და რას იღებდით, ესეც კარგად ვიცით. განაჩენი რომ კანონიერ ძალაშია შესული როგორც პოლიტიკურად, ასევე სამართლებრივად, ესეც ვიცით. თუ ამ რიტორიკით გააგრძელებთ და როგორც ჩანს აგრძელებთ სვლას, კიდევ დიდხანს დარჩება ეს განაჩენი ძალაში“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რუსეთის ძალებმა კიევის რეგიონს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, იყო აფეთქებები
ოპერის მიმდებარედ მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)