|
2020-05-22 14:21:21, 1465 ნახვა
პოლიტიკა
ორშაბათიდან პენიტენციურ სისტემაში ხანმოკლე პაემნები აღდგება, მაგრამ მხოლოდ მინის ბარიერის პირობებში
„მინდა უკვე დღეიდან იცოდეს საზოგადოებამ, რომ ვინაიდან საგანგებო მდგომარეობა სრულდება, ჩვენ ორშაბათს დილიდან უკვე შევძლებთ, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში აღვადგინოთ ხანმოკლე პაემნები, რომლებსაც როგორც პატიმრები, ასევე მათი ოჯახის წევრები რამდენიმე კვირაა ელიან“, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მალე აღდგეს გარესამყაროსთან და ოჯახთან მსჯავრდებულების და იმ ბრალდებულების კონტაქტი, ვისაც ამის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით. ამასთან, თეა წულუკიანმა განმარტა, რომ რადგან საგანგებო მდგომარეობის მოხსნა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი საბოლოოდ დამარცხებულია, ძალაში დარჩება გარკვეული თავისებურებები. „პრევენციული ზომები ჩვენს პენიტენციურ დაწესებულებებში იქნება ისეთივე მკაცრი, როგორც აქამდე იყო და ორშაბათიდან მოკლევადიანი პაემნების ჩატარება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ მინის ბარიერის პირობებში. ამასთან, მოსული სტუმარი ვალდებული იქნება, რომ დაემორჩილოს იმ სანიტარულ წესებს, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედებს, იქნება ეს პირბადე თუ სხვა”, - განაცხადა თეა წულუკიანმა. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პირველი შეზღუდვა, რაც პენიტენციურ სისტემაში მოიხსნა, იყო შეზღუდვა ამანათების მიღებაზე. „პროცესი ყოველგვარი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს და ის საკმაოდ დიდი ტალღა ამანათებისა და გზავნილებისა, რასაც მოველოდით, სახეზე არ არის. ჩვენ ვართ ამანათების მიღების იმ ჩვეულებრივ რეჟიმში, რომელშიც ვიყავით მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში. ეს ასე გაგრძელდება და ამ სიახლეს, შეღავათს, ორშაბათიდან, როგორც უკვე მოგახსენეთ, ხანმოკლე პაემნებიც ემატება”, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)